ლია გუდაძე (დ. 11 დეკემბერი, 1940, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1981[1]).

ლია გუდაძე
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1940
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
ალმა-მატერი თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ნუგზარ შარია,
ლევან კავილაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1963-1992 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. სტუდენტობისას მონაწილეობდა კინოგადაღებებში: „გლახის ნაამბობი“ (რეჟ. ლ. ესაკია, 1961); „კეთილი ადამიანები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1961). ერთნაირად ბრწყინავდა როგორც თეატრის სცენაზე, ასევე კინოფილმებში. გადაღებულია 40-ზე მეტ ფილმში. ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა კომედიაში „ლონდრე“ (რეჟ. თ. მელიავა, 1966, ამეთვისტო). გადაღებულია ფილმებში: „უყაიმო თამაში“ (რეჟ. ი. ქავთარაძე, 1966); „არ იდარდო“ (რეჟ. გ. დანელია, 1969); „ვერის უბნის მელოდიები“ (რეჟ. გ. შენგელაია, 1973); „სოფლის აშიკი“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1976); „დათა თუთაშხია“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978); „მეცამეტე გოჭი“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1979); „იცოცხლე გენაცვალე!“ (რეჟ. თ. გომელაური, ვ. კიკაბიძე, 1981); „გმადლობთ, რატილი“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1984); „ახალი არკადია“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1986); „გამოცხადება“ (რეჟ. გ. მატარაძე, 1988), „მდგმურები“ (რეჟ. დ. ჯანელიძე, 1989), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989); „ოქროს ობობა“ (რეჟ. მ. ანთაძე, გ. ქავთარაძე, დ. კვარაცხელია, 1992), „ქუჩის დღეები“ (რეჟ. დ. კოღუაშვილი, 2010).

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სახელწოდება როლი
1966 უყაიმო თამაში დალი
1966 ლონდრე ამეთვისტო - დიამბეგის ცოლი
1969 არ იდარდო! ვანოს მეუღლე - მარგო
1973 ვერის უბნის მელოდიები გეურქოვის მეუღლე
1976 სოფლის აშიკი პასიკო
1977 სიცოცხლე ერმილეს
1979 მეცამეტე გოჭი
1981 იცოცხლე, გენაცვალე ლუიზა
1983 გმადლობთ რატილი
1984 სკაპენის ოინები
1986 ახალი არკადია ლია
1988 გამოცხადება
1988 გრაციოზო
1989 მდგმურები
1989 ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი სენიორა
1992 ოქროს ობობა ჟანა
2010 ომი და ქორწილი
2010 ქუჩის დღეები
2010 მაიტა ნასოსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება