ენგურის ნაპირებზე

ენგურის ნაპირებზე — 1961 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი დავით რონდელი. ფილმში მონაწილეობს მესტიის რაიონის სოფელ ფარის საკოლმეურნეო გუნდი (დირიჟორი ზ. ხუროძე).

„ენგურის ნაპირებზე“
დამდგმელი რეჟისორი დავით რონდელი
სცენარის ავტორი ალექსანდრე ვიტენზონი
კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი დავით ლომიძე
ოპერატორი არჩილ ფილიპაშვილი
მხატვარი ევგენი მაჭავარიანი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1961
ხანგრძლივობა 97 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის გმირი გუალი მას შემდეგ, რაც მისმა სატრფომ სხვა არჩია, გაგულისებული ცდილობს მეტოქისათვის სამაგიეროს გადახდას და ერთხელ, როდესაც ისინი ხრამის პირას შეხვდებიან ერთმანეთს, უფსკრულში გადაჩეხავს მას. გუალს სინდისი აწუხებს, ბრუნდება და გადაარჩენს ხრამში ჩაჩეხილს. მისი საქციელი სულიერი განწმენდის ტოლფასია. ამიერიდან იგი გულისხმიერი ადამიანი ხდება, საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებით.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება