არჩილ ფილიპაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არჩილ ფილიპაშვილი (დ. 29 ივნისი, 1914, თბილისი — გ. 5 მარტი, 1996) — ქართველი რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი.

არჩილ ფილიპაშვილი
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1914
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი, 1996
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინოოპერატორი. 1941-1942 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1942-1952 წლებში მუშაობდა კინოდოკუმენტალისტად, ხოლო 1952 წლიდან მხატვრულ ფილმებზე: "მარინე", "ჯადოსნური სალარო", "ჩრდილი გზაზე", "მე ვიტყვი სიმართლეს", "ზვიგენის კბილი", "კარდაკარ", "ენგურის ნაპირებზე", "არდადეგები", "ჯარისკაცის მამა", "შაბათი, კვირა", "ქოჩორა", "ღიმილის ბიჭები", "ბებიები და შვილიშვილები", "გელა", "ბებერი მეზურნეები", "ჩემი ქალაქის ვარსკვლავი", "თეთრი ქვები", "ანარეკლი", "დაბრუნება", "ბაკულას ღორები", "გზა შინისაკენ" და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. თბილისი, 1989. გვ.52.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება