ჩრდილი გზაზე (1956 წლის ფილმი)
„ჩრდილი გზაზე“ — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1956 წლის მხატვრული ფილმი, რეჟისორი — დავით რონდელი. ფილმი აღდგენილია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1978 წელს.
„ჩრდილი გზაზე“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | დავით რონდელი |
სცენარის ავტორი |
კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ემანუილ ფეიგინი |
კომპოზიტორი | სულხან ცინცაძე |
ხმის ოპერატორი | დ. ლომიძე |
ოპერატორი |
ლევ სუხოვი, არჩილ ფილიპაშვილი |
მხატვარი |
სერაპიონ ვაწაძე, ზურაბ მეძმარიაშვილი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1956 |
ხანგრძლივობა | 98 წთ. |
ქვეყანა | საქ. სსრ, სსრკ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი მწყემსების მძიმე ცხოვრებას აღწერს. გიორგი ჩოხელს მასწავლებელი ნინო უყვარს, მაგრამ ქალს რაიონში ახალდანიშნული ხელმძღვანელი მუშაკი, ლევან გელაშვილი მოხიბლავს. კარიერისტი გელაშვილი მწყემსების გამოცდილებას არ ითვალისწინებს და თავისი მიზნების განსახორციელებლად ბევრ ბოროტებას კადრულობს.
როლებში
რედაქტირება- ლია ელიავა — ნინო
- ზურაბ (კუკური) ლაფერაძე — გიორგი ჩოხელი
- ედიშერ მაღალაშვილი— ლევან გელაშვილი
- ვახტანგ ნინუა — შაქრო
- ნინელი ცინცაძე — ივლიტა
- ბუხუტი ზაქარიაძე — მამუკა
- გოჩა აბაშიძე — თედო
- მერაბ (მურად) ხინიკაძე — არჩილი
- ვუკოლ კინწურაშვილი — სიმონი
- ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი — თედოს ბებია
- თამარ ბაქრაძე — მაგდანა
- ალიონა ეგოროვა
- ნინო კაკაბაძე
- ირაკლი ქოქრაშვილი — ილო
- ირინე მაღალაშვილი — მასწავლებელი
- აკაკი (კაკო) კვანტალიანი — ლადო ძია
- ნათელა ფალიაშვილი
- სერგო სულავა
- გივი ტალიკაძე
- გიორგი თოლორდავა
- სესილია თაყაიშვილი
- გივი თოხაძე
- ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე