გოჩა აბაშიძე
გოჩა ალექსანდრეს ძე აბაშიძე (დ. 26 მაისი, 1937, სოფ. ჭალა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 8 ოქტომბერი, 1961, თბილისი) — ქართველი მსახიობი.
გოჩა აბაშიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | გოჩა აბაშიძე |
დაბადების თარიღი |
26 მაისი, 1937 ჭალა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
8 ოქტომბერი, 1961 (24 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | კინომსახიობი |
აქტიური | 1954–1961 |
მეუღლე(ები) | ნუნუ გაბუნია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, თუმცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. დაამთავრა თბილისის 62-ე საშუალო სკოლა. 1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ფილმებში მან სრულიად განსხვავებული, შთამბეჭდავი სახეები შექმნა, რომლებმაც აშკარა გახადეს მისი მდიდარი შემოქმედებითი პალიტრა, გატაცებული იყო მხატვრობით, მუსიკით, პოეზიით. წერდა ლექსებს. გარდაიცვალა 24 წლის ასაკში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1954: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (დათო) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1955: „ცისკარა“ (ბადრი) რეჟ. სერგო ჭელიძე
- 1956: „აბეზარა“ (მილიციელი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1956: „ჩრდილი გზაზე“ (თედო) რეჟ. დავით რონდელი
- 1956: „ჩვენი ეზო“ (ვაჟა) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1959: „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ (ელგუჯა) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1959: „მაია წყნეთელი“ (მანუჩა) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1961:„გლახის ნაამბობი“ (გაბრო) რეჟ. ლეო ესაკია
ლიტერატურა
რედაქტირება- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 19.