ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭალა (მრავალმნიშვნელოვანი).

ჭალასოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დარყა, დრბო, ზემო ქარზმანი, თედელეთი, პერევი, საკოხია, სინაგური, სპეთი, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ღონა, ჭურნალი, ჯრია, ხახეთი და ჯალაბეთი).

სოფელი
ჭალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ჭალა
კოორდინატები 42°20′05″ ჩ. გ. 43°30′57″ ა. გ. / 42.33472° ჩ. გ. 43.51583° ა. გ. / 42.33472; 43.51583
ცენტრის სიმაღლე 560
მოსახლეობა 676[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)
ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, საჩხერიდან 11 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო პუნქტი და საჯარო სკოლა.

ჭალის ტერიტორია თავისი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო დასახლებული იყო უკვე ბრინჯაოს ხანაში, ამას ადასტურებს სამეურნეო სამუშაოების დროს ნაპოვნი სამუშაო იარაღები. ფეოდალურ ხანაში ეს ტერიტორია რაჭის საერისთავოში შედიოდა და მას კახაბერ I განაგებდა. გვიან ფეოდალურ ხანაში ჭალა აბაშიძეების სამფლობელო გახდა. მათი აღზევება XV საუკუნიდან იწყება. აბაშიძეები იმერეთში მრავალ სოფელსა და ეკლესიებს ფლობდნენ, ხოლო რეზიდენცია ჭალაში გააჩნდათ, აქ იყო მათი სასახლე, კარის ეკლესია, და საძვალე. აბაშიძეების სახელს უკავშირდება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც XVI საუკუნის ძეგლს წარმოადგენს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 1502 წლით თარიღდება.

1896 წელს ჭალას ეწვია მარჯორი უორდროპი და მისი ოჯახის წევრები. ისინი თავად ნიკოლოზ აბაშიძეს სტუმრობდნენ.[2]

საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მევენახეობა და მეცხოველეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 676 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 775
2002[4]   1179 608 571
2014[1]   676 341 335

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა ქართველი მსახიობი გოჩა აბაშიძე.[5]

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფლის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – აბაშიძეების შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ინტერიერის მოხატულობა XV საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება.

სოფელში შემორჩენილია ადგილობრივი მკვიდრის, ღენტორ აბაშიძის სახლი, რომელიც იმერული ოდის ნიმუშია. ამ სახლში გადაღებულია მხატვრული ფილმი სამანიშვილის დედინაცვალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. შარაძე, გ., ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984. — გვ. 175-177.
  3. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 409.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  5. საქართველოს ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-14. ციტირების თარიღი: 2011-07-24.