ხახეთი
ხახეთი[2] — ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჭალის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში, სინაგურის სასოფლო საბჭოში. 1991 წელს გადაეცა საჩხერის რაიონს.[3] მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, საჩხერიდან 30 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს. შემორჩენილია ნაეკლესიარი.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 447.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2002 წლის აღწერის შედეგები
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 224.
- ↑ საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
- ↑ შიდა ქართლი ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა. ტ. III. გვ. 148.