სინაგურისოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჭალის თემში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1150 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 კაცი.

სოფელი
სინაგური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ჭალა
კოორდინატები 42°23′35″ ჩ. გ. 43°37′28″ ა. გ. / 42.39306° ჩ. გ. 43.62444° ა. გ. / 42.39306; 43.62444
ცენტრის სიმაღლე 1150
მოსახლეობა 36 [1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სინაგური — საქართველო
სინაგური
სინაგური — იმერეთის მხარე
სინაგური

1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი. მასში შედიოდა სოფლები თედელეთი, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ზემო ქარზმანი, ხახეთი და ჯალაბეთი, სულ 204 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. 1991 წელს სინაგურის სასოფლო საბჭო გადაეცა საჩხერის რაიონს.[2] ამან გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ სოფლის მიმართ. ამის გამო სინაგური სოფელ პერევთან ერთად 2 წლის მანძილზე, 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთისა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ძალების მიერ.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 2002 წლის აღწერის შედეგები
  2. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  3. რუსულ საგუშაგოებს შორის: რეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან / ეკა ქადაგიშვილი // ჟურნალი "ლიბერალი" N10. გვ. 20, თბილისი, 2009.