ზემო ქარზმანი
ზემო ქარზმანი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში, სინაგურის სასოფლო საბჭოში. 1991 წელს გადაეცა საჩხერის რაიონს.[2] მდებარეობს მდინარე ყვირილის ზემო დინების ხეობაში. ზღვის დონიდან 750 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 88 კაცი.
სოფელი | |
---|---|
ზემო ქარზმანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭალა |
კოორდინატები | 42°21′53″ ჩ. გ. 43°37′58″ ა. გ. / 42.36472° ჩ. გ. 43.63278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 88 [1] კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2002 წლის აღწერის შედეგები
- ↑ საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ