დრბო
დრბო — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
დრბო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერე |
თემი | ჭალა |
კოორდინატები | 42°20′23″ ჩ. გ. 43°31′25″ ა. გ. / 42.33972° ჩ. გ. 43.52361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 600 მ |
მოსახლეობა | 43[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ-ზე, საჩხერიდან 12 კმ-ში. სოფელში არის XVI საუკუნის ბეთლემის ღვთისმშობლის ეკლესია (ყველაწმინდის ეკლესია).
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 43 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 148 | 75 | 73 |
2014[1] | 43 | 24 | 19 |
დრბოს ეკლესია
რედაქტირებასოფელში, მთაზე, დგას ბეთლემის ღვთისმშობლის ეკლესია (ყველაწმინდის ეკლესია). ეკლესია ძლიერ დაზიანებულია (კამარა ჩამოქცეულია, პერანგის დიდი ნაწილი ჩამოცლილი). გეგმით ერთნავიანია, გაბრტყელებული აფსიდით. დასავლეთის შესასვლელის თავზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვით ეკლესია აბაშ აბაშიძეს აუგია 1510 წელს მისი მეუღლის — ჩიჟავაძის ასულ კეკლუცას სულის მოსახსენიებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 634.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.169-171.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II