დარყასოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
დარყა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ჭალა
კოორდინატები 42°19′51″ ჩ. გ. 43°32′46″ ა. გ. / 42.33083° ჩ. გ. 43.54611° ა. გ. / 42.33083; 43.54611
ცენტრის სიმაღლე 590
მოსახლეობა 415[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დარყა — საქართველო
დარყა
დარყა — იმერეთის მხარე
დარყა

მდებარეობს იმერეთის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 590 მ-ზე. საჩხერიდან დაშორებულია 13 კმ-ით.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 415 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 540 266 274
2014[1]   415 218 197

დარყის ჭაბუკმთის ძეგლები

რედაქტირება

სოფლის ტერიტორიაზეც არის ჭაბუკმთის ნამოსახლარი. შუა საუკუნეებში ჭაბუკმთა დიდი დაბა იყო, რასაც ადასტურებს მის ტერიტორიაზე შემონახული 3 დარბაზული ეკლესია. მათგან ძლიერ დაზიანებულია „ბერეკლესია“, შედარებით უკეთ შემონახულია წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (ვარაუდით VIII-IX სს.). მესამე ეკლესია, „საღმრთო საყდარი“, ერთიანად დანგრეულია, მის ტერიტორიაზე გადარჩენილია მოჩუქურთმებული სვეტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II