ჭაბუკმთა
ჭაბუკმთა, დარყის ჭაბუკმთის ძეგლები — ნასოფლარი მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დარყაში.
შუა საუკუნეებში ჭაბუკმთა დიდი დაბა ყოფილა, რასაც ადასტურებს მის ტერიტორიაზე შემონახული 3 დარბაზული ეკლესია. მათგან ძლიერ დაზიანებულია „ბერეკლესია“, შედარებით უკეთ შემონახულია წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (ვარაუდით VIII-IX სს.). იგი ნაგებია კარგად გათლილი ადგილობრივი ქვით. სამხრეთის სარკმლის თავზე გამოსახულია მამაკაცის 2 ფიგურა. ერთს ეკლესიის მოდელი უჭირავს ხელში, მეორეს — ჯვარი. „საღმრთო საყდარი“ ერთიანად დანგრეულია, მაგრამ მის ტერიტორიაზე გადარჩენილია მოჩუქურთმებული სვეტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 375.
- ლაშხი ც., ბერიძე გ.,„ჭაბუკმთის ისტორიული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 14 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1968 წელი. — გვ. 66-69