ზურაბ მეძმარიაშვილი

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი მხატვარი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეძმარიაშვილი.

ზურაბ (ილამაზ) მეძმარიაშვილი (დ. 28 აგვისტო, 1924, ს. ბაში, სამტრედიის რაიონი — გ. 2 აპრილი, 2012) — ქართველი მხატვარი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1985).

ზურაბ მეძმარიაშვილი
დაიბადა 28 აგვისტო, 1924
დაბადების ადგილი ბაში, სამტრედიის რაიონი
გარდაიცვალა 2 აპრილი, 2012 (87 წლის)
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვარი
ჯილდოები საქართველოს სახალხო მხატვარი (1985)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1944 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმი ფერწერის განხრით, 1950 წელს კი — საქართველოს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

1951 წელს წავიდა სიმფეროპოლში, სადაც სამხატვრო სასწავლებელში ასწავლიდა. 1952 წელს დაბრუნდა თბილისში, ასწავლიდა სამხატვრო სასწავლებელში. 1953 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციურ საამქროში დამდგმელ მხატვრად. 1954 წლიდან გადავიდა მხატვრული ფილმების მხატვრად. 1981 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი მხატვარი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. დამდგმელი მხატვარია ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორიცაა: „ჩრდილი გზაზე“ (1956), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957), „ჯარისკაცის მამა“ (1964), „ნერგები“ (1972), „მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი)“ (1980), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (1989), „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ (2008) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი მხატვარი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება