სესილია თაყაიშვილი

ქართველი მსახიობი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაყაიშვილი.

სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1906, ბათუმი ― გ. 21 მაისი, 1984, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950), სსრკ სახალხო არტისტი (1966).

სესილია თაყაიშვილი

სესილია თაყაიშვილი
დაბადების სახელი სესილია თაყაიშვილი
დაბადების თარიღი 17 სექტემბერი, 1906
ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 21 მაისი, 1984 (77 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ვასო გოძიაშვილი
მშობლები მამა: დიმიტრი თაყაიშვილი
დედა: ანნა ქავთარაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური სამსახიობო ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული სამსახიობო ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა.

თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („ჭირვეული მეზობლები“, 1949), ვასასის („ჩვენი ეზო“, 1956), ელპიტეს („საბუდარელი ჭაბუკი“, 1956), ოლღას („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962), ბორდოხანის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), მარადიას („ნატვრის ხე“, 1977), ასინეთას („დათა თუთაშხია“) და სხვა როლები.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
 
კადრი ფილმიდან:„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
 
სესილიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის თეატრში

გახმოვანებული ფილმები

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი

რედაქტირება

საინტერესო ცნობები

რედაქტირება
  • არსებობს ვარაუდი, რომ ჯგუფ პინკ ფლოიდის ვიდეკლიპში Money, ერთ-ერთ კადრში გამოყენებულ ასაკოვანი ქალბატონის ფოტოპორტრეტზე მსახიობია ასახული.[1][2][3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 594.
  • თვალჭრელიძე ტ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1978;
  • ურუშაძე ნ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1962;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლაშა გაბუნია, გაგა გობრონიძე (2011). „სესილია თაყაიშვილი Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money“. სტატია ჟურნალიდან „... და ქალი“ #12, დეკემბერი 2011 წელი. თბილისი, საქართველო: საავტორო გაზეთი „ანარეკლი“. p. 1. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. „სესილია თაყაიშვილი Pink floyd-ის კლიპში“. რუბრიკა - ამბები. თბილისი, საქართველო: iTV.ge. 2011. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  3. PorcupineD (2011). „“Money – It’s a crime ” ანუ სესილია პინკ ფლოიდის კლიპში ?“. სტატია პერსონალურ ბლოგზე. თბილისი, საქართველო: wordpress.com. p. 1. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)