მტრობა
მტრობა — 1959 წლის ქართული ანიმაციური ფილმი. მისი რეჟისორია არკადი ხინთიბიძე. ფილმის სცენარის ავტორები არიან ხინთიბიძე და რევაზ ებრალიძე. ფილმის პერსონაჟების როლებს ახმოვანებენ: სესილია თაყაიშვილი, გიორგი საღარაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ტარიელ საყვარელიძე, აკაკი კვანტალიანი და სალომე ყანჩელი.
„მტრობა“ | |
---|---|
ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | არკადი ხინთიბიძე |
კომპოზიტორი | მერი დავითაშვილი |
ოპერატორი | სარა სპარსიაშვილი |
ანიმატორი(ები) | ლუბა ახობაძე, ნინო კილოსანიძე, გაბრიელ ლავრელაშვილი, ნინა პომორცევა, ლევ პოპოვი, ვლადიმერ სარქისოვი, ნაზელი ტერიანი, ანა შალიკაშვილი, მარია ძაგანია, ავენირ ხუსკივაძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
პრემიერა | 1959 |
ხანგრძლივობა | 20 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ფილმის სიუჟეტით, ერთმანეთს უპირისპირდება ფრინველთა ორი ოჯახი - შევარდნაძეები და ქორიძეები. მაგრამ ორივე ოჯახის შვილებს ერთმანეთი უყვარდებათ და საერთო ძალებით ისინი მაინც იბრუნებენ მშვიდობას.