სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შალიკაშვილი.

ანა შალიკაშვილი (დ. 16 თებერვალი, 1919, ქუთაისი — გ. მარტი, 2004) — ქართული მხატვარ-მულტიპლიკატორი, საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1983)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ: დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, შალვა მამალაძე. 1943 წლიდან მუშაობდა ქუთაისის დრამატული თეატრის მხატვრად.1947-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში ჯერ მულტიპლიკატორად, შემდეგ დამდგმელ მხატვრად. თბილისს უძღვნა ფერწერული ნამუშევრები: სერია „ვაკის პარკი“ (1986), „მეეზოვე“, „წინდების გამყიდველი“, „მეტროს წინ“ (სამივე — 1998); შექმნა დაზგური გრაფიკის ნიმუშები („ძველი უბანი“, 1956); ლინოგრავიურების სერია მხატვარ ნატალია ფალავანდიშვილის ეტიუდებზე (1979) და სხვა; მას ეკუთვნის ესკიზები ნახატი ფილმებისათვის „ერთი ქილა ერბო“, „განთიადის მომღერალი“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „მამაცი კურდღელი“, „მტრობა“, „წუნა და წრუწუნა“ და სხვა. ანა შალიკაშვილის ნახატები დაცულია საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება