წუნა და წრუწუნა
წუნა და წრუწუნა — 1955 წლის ქართული ანიმაციური ფილმი. გადაღებულია ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებების მიხედვით, სტუდიაში ქართული ფილმი. პირველი ჩვენება სსრკ-ის ეკრანებზე გაიმართა მხოლოდ 1961 წელს.
„წუნა და წრუწუნა“ | |
---|---|
ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | არკადი ხინთიბიძე |
რეჟისორი | გ. ლავრელაშვილი |
ეფუძნება | ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებები |
კომპოზიტორი | მერი დავითაშვილი |
ოპერატორი | ლ. კვალიაშვილი |
ანიმატორი(ები) | ანდრეი ბაბანოვსკი, ნინა პომორცევა, გურამ ბუჩუკური, ილია დოიაშვილი, გენადი ნოვოჟილოვი, ვლადიმერ სარქისოვი, ნაზელი ტერიანი, ავენირ ხუსკივაძე, ანა შალიკაშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
პრემიერა | 1955 |
ხანგრძლივობა | 20 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ფილმში ჟღერს სიმღერები, დაწერილი კომპოზიტორ მერი დავითაშვილის მიერ.
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
წრუწუნას უყვარდება წუნა, მაგრამ წუნას იტაცებს ბატონი. წრუწუნა, მეგობრებთან ერთად, აწყობს აჯანყებას და ბატონს ჩამოაგდებს, ხოლო წუნას - ათავისუფლებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: