მერი დავითაშვილი
მერი (მარიამ) შალვას ასული დავითაშვილი (დ. 13 მარტი, 1924, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 2014) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1976). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1981) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიების (1994) ლაურეატი. ღირსების ორდენის (1997) კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).
მერი დავითაშვილი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 13 მარტი, 1924 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 17 თებერვალი, 2014 (89 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
1946 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფესორი ანდრია ბალანჩივაძე), 1968–1992 წლებში იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი და სსრკ კომპოზიტორთა კავშირის სარევიზიო კომისიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით სისტემატურად ტარდებოდა საბავშვო მუსიკის კვირეულები. 1973 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (ინტსრუმენტირების კლასი). ნაყოფიერად მუშაობს საბავშვო მუსიკის დარგში. დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა — „ქაჯანა“ (1965, დაიდგა 1966) და „ნაცარქექია“ (1972), მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის („მანანა“, „მტრობა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „სათაგური“ და სხვა), 2 საორკესტრო სიუიტა ბალეტ „მზის ქორწილისათვის“ (1954), სიმფონიური, კამერულ–ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის, ხუთი რომანსი ანა კალანდაძის ლექსებზე და სხვა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
გარდაიცვალა 2014 წლის 17 თებერვალს, 89 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
რჩეული ნაწარმოებები
რედაქტირებამუსიკა თეატრისათვის
რედაქტირება1965 – „ქაჯანა“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – რ. თაბუკაშვილი)
1972 – „ნაცარქექია“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ს. ჭეიშვილი)
1953 – „მზის ქორწილი“ – ბალეტი (დაუმთავრებელი) – (ლიბრეტო – ო. ეგაძე)
საორკესტრო მუსიკა
რედაქტირება- 1945 „გელათი“ – სიმფონიური სუიტა
- 1945 – „მშვიდობისათვის“ – უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1953 – სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „მზის ქორწილი“
- 1954 – „პიონერული სუიტა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1965 – „დილა ბაკურიანში“ – სიმფონიური სურათი
- 1968 – სიმფონიური სუიტა კინოფილმებიდან
- 1972 – „სადღესასწაულო“ – სუიტა საბავშვო სიმებიანი ორკესტრისათვის
- 1981 – სუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1946 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1956 – ფანტაზია ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1954 – პოემა ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
რედაქტირება- 1945 – „ხორუმი“ – ფორტეპიანოსათვის
- 1946 – ნოქტიურნი – ფორტეპიანოსათვის
- 1946 – სკერცო – ფორტეპიანოსათვის
- 1948 – პრელუდი – ფორტეპიანოსათვის
- 1948 – „ბალადა“ – ფორტეპიანოსათვის
- 1949 – „ნოქტიურნი“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
- 1950 – „არია“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
- 1952 – 4 პიესა ფორტეპიანოსათვის
- 1952 – „სიმღერა“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
- 1962 – სონატინა – ფორტეპიანოსათვის
- 1962 – „მელოდია“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
- 1979 – 5 პიესა ფორტეპიანოსათვის
- 1950 – „პატარა ტრიო“ – ფლეიტის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსთვის
- 1983 – სუიტა კლავესინისთვის
ვოკალური მუსიკა
რედაქტირებაგუნდები
რედაქტირება100-ზე მეტი საგუნდო ნაწარმოების ავტორი, მათ შორის:
- 1950 – „ახალ საქართველოს“ – (ტექსტი – ა. აბაშიძე )
- 1951 – „საღამო თბილისი ზღვაზე“ – (ტექსტი – გ. აბაშიძე)
- 1958 – „ჩემი თბილისი“ – (ტექსტი – ა. აბაშელი)
- 1964 – „სიმღერა აჭარაზე“ – (ტექსტი – გ. გრიგოლაშვილი)
- 1974 – „მესხეთის იდილია“ – ვოკალური ციკლი – (ტექსტი – ე. დიდიმამიშვილი)
- 1981 – „გაზაფხული“ – (ტექსტი – გ. გრიგოლაშვილი)
- 1982 – „ძველი მესხეთი“ – (ტექსტი – ე. დიდიმამიშვილი)
საბავშვო სიმღერები
რედაქტირება- „დილა მშვიდობისა“ – (6 სიმღერა) – (ტექსტი – მ. მრევლიშვილი)
- „სათამაშოების სიმღერები“ – (5 სიმღერა) – (ტექსტი – მ. მრევლიშვილი)
- „ანა-ბანა“ – (6 სიმღერა) – (ტექსტი – მ. მრევლიშვილი)
- „ცხრათვალა მზე“ – (5 სიმღერა) – (ტექსტი – გ. ჭიჭინაძე)
- „საქართველოს მზე“ – (5 სიმღერა) – (ტექსტი – გ. ჭიჭინაძე)
- კინოსა და თეატრის მუსიკა
სპექტაკლები
რედაქტირებაავტორია 40-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის. მათ შორის:
- „გოგონა ბაფთით“,
- „უსახელო ვარსკვლავი“,
- „ჯარისკაცის ქვრივი“,
- „მაია წყნეთელი“,
- „ძველი რომანსები“,
- „უღრანი ტყის ზღაპარი“,
- „არსენა მარაბდელი“,
- „კეთილი მეზობლები“,
- “ვაზის ტირილი“.
- საბავშვო სპექტაკლები
საბავშვო სპექტაკლები
რედაქტირებაავტორია 40-ზე მეტი საბავშვო სპექტაკლის მუსიკის . მათ შორის:
- „ჩექმებიანი კატა“,
- „აცა-ბაცა“,
- „ბურატინოს თავგადასავალი“,
- „კონკია“,
- „გოგონა-პეპელა“
- „სწავლობს გიგლა“,
- „წითელკანიანთა ბელადი“,
- „სიკეთის ძალა“,
- „წითელქუდა“,
- „გუგულიანი საათი“,
- „საფრთხობელა“,
- „დაჩის ზღაპრები“.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1958 – „მანანა“ – რეჟისორი – შალვა მარტაშვილი, ზაქარია გუდავაძე
- 1960 – „პაპა გიგია“ – რეჟისორი – ზაქარია გუდავაძე
- 1966 – „დაგვიანებული სასიძო“ – რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე – ფილმი გადაღებულია 1939 წელს. უხმო. აღდგენილია 1966 წელს.
ანიმაცია
რედაქტირება- 1955 – „წუნა და წრუწუნა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
- 1957 – „ჩხიკვთა ქორწილი“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
- 1957 – „ხელმარჯვე ოსტატის თავგადასავალი“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე
- 1958 – „მატყუარა მელა“ – რეჟისორი – ავენირ ხუსკივაძე
- 1958 – „უსაქმური“ – რეჟისორი – ავენირ ხუსკივაძე
- 1957 – „მტრობა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
- 1960 – „ვეფხვი და ვირი“ – რეჟისორი – ოთარ ანდრონიკაშვილი
- 1961 – „ნიკო და სიკო“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი
- 1962 – „ნახევარქათამა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
- 1963 – „ქორბუდა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე, გაბრიელ ლავრელაშვილი
- 1963 – „გმირი“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი
- 1965 – „როგორ ააშენეს სახლი“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი
- 1965 – „სათაგური“ – რეჟისორი – ოთარ ანდრონიკაშვილი
- 1971 – „რწყილი და ჭიანჭველა“ – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. გივი სვანიძე
- 1972 – „ქილა ერბო“ („დამსხვრეული ოცნება“) – რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, გივი სვანიძე
- 1963 – „მეზობლები“ – რეჟისორი – გაბრიელ ლავრელაშვილი
- 1977 – „თერძი ბესო“ – რეჟისორი – ლუის ფერნანდესი
- 1983 – „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე
- 1957 – „ილია ჭავჭავაძე“
- 1959 – „მტკვრის კვალდაკვალ“
- 1960 – „ჩემი სოფელი“
- 1961 – „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“
ტელეფილმები
რედაქტირება- 1961 – „დაკარგული მელოდია“
- 1963 – „თოჯინების დახმარება"
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1960 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1976 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[1]
- 1981 — შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
- 1994 — იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 1997 — ღირსების ორდენი
- 2005 — ბორჯომის საპატიო მოქალაქე
- 2011 — თბილისის საპატიო მოქალაქე