ჯემალ მაზიაშვილი

ქართველი მსახიობი

ჯემალ მაზიაშვილი (დ. 6 ივნისი, 1938, თბილისი, სსრკ) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980). 1991-2005 წლებში რუსთავის თეატრის დირექტორი.

ჯემალ მაზიაშვილი
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1938
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
ეთნიკურად ქართველი
ალმა-მატერი თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა თეატრისა და კინოს მსახიობი, თეატრის დირექტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1962-1967 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, 1967 წლიდან — რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მსახიობი, 1991-2005 წლებში — ამავე თეატრის დირექტორი.

შემოქმედება

რედაქტირება

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში — სტრედლეიტერი (ჯ. სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“); რუსთავის თეატრში — სატინი (მ. გორკის „ფსკერზე“), მამა (ლ. პირანდელოს „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“), მიკირტუმ გასპარიჩი (გ. ერისთავის „გაყრა“), ტუჩა დაშნიანი (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), დათიკო მეგრელიშვილი (გ. ბათიაშვილის „ვალი“, თეატრალური საზოგადოების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, 1981), ძულა („ის ლამაზი, მზიანი დღე“, უნგრეთის პრეზიდიუმის საპატიო სიგელი). გადაღებულია სატელევიზიო დადგმებსა და კინოფილმებში: „მშვიდობით, ინესა!“ (რეჟისორი ი. ასათიანი, 1972), „ლევან ხიდაშელი“ (რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი, 1973), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (რეჟისორი რ. ესაძე, 1981), „ხსოვნა“ (რეჟისორი გ. ვეფხვაძე, 1989) და სხვ. მაზიაშვილის მოღვაწეობა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სამსახიობო ოსტატობით.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება