იაკობ ბობოხიძე
იაკობ ბობოხიძე (დ. 31 მაისი, 1931, ქუთაისი — 17 ივლისი, 2007) — ქართველი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1962). საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
იაკობ ბობოხიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 მაისი, 1931 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი | 17 ივლისი, 2007 (76 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1957 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ალექსი მაჭავარიანის კლასი). 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობაში მთავარ ხმის რეჟისორად. 1972-1977 წლებში იყო სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ტელეფილმების სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი, 1977 წლიდან — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუსიკალური განყოფილების მთავარი რედაქტორი.
იაკობ ბობოხიძის შემოქმედების ძირითადი მიმართულებაა ვოკალურ–სიმფონიური და სასიმღერო ჟანრი. იგი ავტორია: კონცერტი საყვირისა და ორკესტრისათვის (1957), კონცერტინო ფლეიტა–პიკოლოსა და ორკესტრისათვის, საორკესტრო სიუიტა „ბურატინო"(ხუთ ნაწილად), „კანტატა თბილისზე“, კანტატა „დილა“ (საბავშვო გუნდისა და ორკესტრისათვის), ვოკალური ციკლი გუნდი-a cappella(1968, ა. კალანდაძის სიტყვებზე), კანტატა „მთაწმინდის მთვარე“ (1970, გ. ტაბიძის სიტყვებზე), მთელი რიგი საგუნდო და სოლო სიმღერები: „ფიფქები“, „სიმღერა საქართველოზე“, „ფშავური ბალადა“, ვოკალური ციკლი „შავლეგო“ (სამი ბალადა ბანისა და ორკესტრისათვის, მ. გელოვანის ტექსტზე), მუსიკა სპექტაკლებისა და ტელეფილმებისათვის, საბავშვო მუსიკა, საესტრადო სიმღერები; 1973 წელს მან დაასრულა საბავშვო ოპერა „ბურატინო“.
კომპოზიტორი აქტიურად მოღვაწეობდა თეატრსა და კინოში. მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს და ქმნიდა მუსიკას კონოფილმებისათვის.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებაფილმოგრაფია
რედაქტირებაკომპოზიტორია ფილმების
რედაქტირება
|
|