ლომა (ფილმი)
ლომა — 1986 წლის ქართული ფილმი. რეჟისორი - ბიძინა რაჭველიშვილი.
„ლომა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ბიძინა რაჭველიშვილი |
სცენარის ავტორი |
ბიძინა რაჭველიშვილი, ნუგზარ შატაიძე |
კომპოზიტორი | იაკობ ბობოხიძე |
ხმის ოპერატორი | დიმიტრი გედევანიშვილი |
ოპერატორი | ჯიმშერ ქრისტესაშვილი |
მხატვარი |
ბესიკ გელაშვილი, მერაბ ჯოხაძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1986 |
ხანგრძლივობა | 73 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
დიდი ქალაქის მრავალსართულიანი სახლის ბინაში გამოკეტილი კავკასიური ნაგაზი ლომა თავს უბედურად გრძნობს და გული მშობლიური სოფლისკენ მიუწევს. ბუნების ლაღი შვილი ჰკარგავს საუკეთესო თვისებებს, როდესაც მშობლიური სტიქიიდან მოწყვეტილი აღმოჩნდება. თავისუფლებას მოწყურებული ლომა სოფლისკენ გარბის.