სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭირაქაძე.

გიორგი ჭირაქაძე (დ. 18 აგვისტო, 1894 — გ. 27 ნოემბერი, 1977) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), დოცენტი (1949). გიორგი ჭირაქაძე არის საქართველოში გამოყენებითი (სატრანსპორტო, სამშენებლო და სამედიცინო) კლიმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

გიორგი ჭირაქაძე
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1894(1894-08-18)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 27 ნოემბერი, 1977(1977-11-27) (83 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ჭირაქაძემ დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1920 წელს.[1]

1922 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში გეოფიზიკური სადგურის უფროსად. პარალელურად 1927 წლიდან მუშაობს კუროტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. აქ იგი აწარმოებდა საქართველოს კურორტების კლიმატური პირობების შესწავლას რეკრეაციული მიზნებისათვის.[1]

1928–51 წლებში შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ კომიტეტში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გორის და ზუგდიდის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1936 წელს თემაზე: „კურორტ ბახმაროს კლიმატური პირობები“, სადაც მოცემულია ბახმაროს კლიმატის დეტალური დახასიათება და მისი საკურორტო მნიშვნელობა. 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშობას კლიმატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. გიორგი ჭირაქაძემ გამოაქვეყნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია კლიმატოლოგიის მრავალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.