ოთარ ზაუტაშვილი

ქართველი მსახიობები

ოთარ ზაუტაშვილი (დ. 9 ოქტომბერი, 1931, თბილისი — გ. 3 აპრილი, 2005) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1931 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში. 1949 წელს დაამთავრს თბილისის 24–ე საშუალო სკოლა, ხოლო 1954 წელს შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო–სამსახიობო ფაკულტეტი. 1955-2005 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1987 წელს პარალელურად ასრულებდა დირექტორის მოადგილის მოვალეობას. სხვადასხვა დროს იყო რეჟისორის ასისტენტი, სპექტაკლის წამყვანი, რეჟისორი. დადგა რამდენიმე სპექტაკლი, ასრულებდა სახასიათო როლებს.

გადაღებულია ფილმებში. „არდადეგებზე“ (მ. კოკოჩაშვილი, 1962, პილოტი), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (ყ. მგელაძე, 1965), „პიერი, პოლიციის თანამშრომელი“ (დ. რონდელი, 1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (დ. რონდელი, 1967), „ქვევრი“ (ი. კვირიკაძე, 1970), „ვერის უბნის მელოდიები“ (გ. შენგელაია, 1973, ყასაბი მიხაკა), „დათა თუთაშხია“ (გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978, მახოს მეაბჯრე) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული კინო, 1896-2011, თბ., 2011, გვ. 88

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება