მიზანი (ფილმი)
„მიზანი“ — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1979 წლის კინოფილმი, რომლის რეჟისორია გენო ხოჯავა.
„მიზანი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | გენო ხოჯავა |
სცენარის ავტორი |
ალექსანდრე მანწკავა გენო ხოჯავა |
როლებში |
გურამ ფირცხალავა იმედა კახიანი არიადნა შენგელაია |
კომპოზიტორი | იაკობ ბობოხიძე |
ოპერატორი | ალექსანდრე გვასალია |
მხატვარი | ბორის ცხაკაია |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1979 |
ხანგრძლივობა | 211 წთ. |
ქვეყანა | საქ. სსრ, სსრკ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაშავიზღვისპირა ქალაქში თავმოყრილ სხვადასხვა პარტიულ დაჯგუფებათა ყურადღების ცენტრშია ინგლისური გემი, რომლითაც დენიკინის არმიისთვის ფული, იარაღი და საიდუმლო დოკუმენტები გადააქვთ. ბრიტანული და ადგილობრივი დაინტერესებული წრეების წინააღმდეგ ბოლშევიკების მცირე დივერსიული ჯგუფი იბრძვის, რომლის მიზანია, იარაღი თეთრგვარდიელების ხელში არ მოხვდეს. შეთქმულები გემზე აიპარებიან, კაპიტანს განაიარაღებენ, ფულს ხელში ჩაიგდებენ და გემს დანაღმავენ. დივერსანტები გაქცევას ჭაობების გავლით ცდილობენ. მათ წინ დიდი სირთულეები ელით.
როლებში
რედაქტირება- გურამ ფირცხალავა — უტა
- იმედა კახიანი — ანდრო
- არიადნა შენგელაია — ნადიდე
- იმედა კახიანი — ანდრო
- ლეო ფილფანი — ბოცო
- ბორის წიფურია — სელიმი
- ელგუჯა ბურდული — აშორდია
- სერგო პაჭკორია — ჰასანი
- ბერდია ინწკირველი — კალენიკე
- გია გუგუნავა — ნიაზი
- რუსლან მიქაბერიძე — მეზღვაური
- ვარლამ (ვალოდია) წულაძე — მარკოზი
- რევაზ თავართქილაძე — გენერალი