სერგო პაჭკორია

ქართველი მსახიობი

სერგო პაჭკორია (დ. 31 მარტი, 1931, სოფ. ცაიში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივნისი, 2020) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1989).

სერგო პაჭკორია
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1931
ცაიში (ზუგდიდის რაიონი)
გარდაცვალების თარიღი 29 ივნისი, 2020 (89 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი
საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა ფოთის პირველი საშუალო სკოლა. სცენაზე მუშაობა დაიწყო ფოთის კულტურის სახლთან არსებულ დრამწრეში. 1953 წელს მიიწვიეს მსახიობად ფოთის თეატრში. 1964 წლიდან სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კუკური (ვ. გაბესკირიას „უფსკრული“), ნუგზარ ერისთავი (ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“), ჯონდო (ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია“), მილოვზოროვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), სტიოპა (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), ლეანდრო (მოლიერის „ძალად ექიმი“), ესკამილიო (ე. დემანუასა და ა. დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი“), ხრისტო (ნ. დუმბაძის „ერთი ცის ქვეშ“), ანტონიო (უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“), ნიკოლასი (ჰ. იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“) და სხვა. გადაღებულია სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „მიზანი“ (ჰასანი, 1979).

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება