ცაიში
ცაიში — სოფელი, ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ცაიში, ცაცხვი, ჩხოუში). სოფელში არის რკინიგზის სადგური სენაკი-ზუგდიდის ხაზზე. IX საუკუნიდან წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრას. სოფელში დგას XIII-XIV საუკუნეების ეკლესია, ასევე XVII საუკუნის ეკლესია „ჯეგეთა“.
სოფელი | |
---|---|
ცაიში | |
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი სოფელ ცაიშში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცაიში |
კოორდინატები | 42°26′00″ ჩ. გ. 41°48′10″ ა. გ. / 42.43333° ჩ. გ. 41.80278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1526[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1526 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2244 | 1032 | 1212 |
2014[1] | 1526 | 720 | 806 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჯუმის სანაპირო, ზღვის დონიდან 50 მეტრი.
რელიეფი
რედაქტირებაცაიშის რელიეფი მრავალფეროვანია. აქ გვხვდება მაღლობები, დაბლობები, ზეგანი, ვაკე და მთები. ცაიში შავმიწანიადაგიან რაიონებს ეკუთვნის, რითაც უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. არის მეწყერული ადგილებიც. არის ასევე კირქვიანი ნიადაგი.
ჰავა
რედაქტირებაცაიშის მიდამოებში ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, რბილი, უთოვლო ზამთრით და თბილი, ნოტიო ზაფხულით. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 20 °C-ია. ყველაზე თბილი თვის (ივლისის) ტემპერატურა 30 °C-ია. ნალექების წლიური რაოდენობა 1400-3000 მმ-ის ფარგლებში მერყეობს.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაცაიშის ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. აქ გვხვდება 400–600 წლის ხემცენარეები. ასეთია ხემცენარე ძელქვა, რომელიც მხოლოდ იაპონიასა და საქართველოშია შემორჩენილი. სოფელში არის ძელქვის კორომი.
ასევე ცაიშის ღვთისშობლის ეკლესიის ეზოში გვხვდება უზარმაზარი ცაცხვის ხე, ვარაუდით არის 600 წლის. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ეზოში არის მაგნოლია 100 წლის. ხარობს იშვიათი ჯიშის ყურძენი-იზაბელა. (ეს მცენარე ვახუშტი ბატონიშვილს მიჰქონდა აფხაზეთში, მაგრამ როცა შეამჩნია, რომ მცენარე გზაში კვდებოდა, ცაიშში დატოვა. სწორედ ამ მოვლენას შეიძლება მივაკუთნოთ იზაბელას გავრცელება სამეგრელოში). ასევე ხარობს კოლხური ბზა, ლუფა, ტუნგო, ევკალიპტი, დაფნა, ურთხელი.
ცაიშის ტყეში ცხოვრობს: მგელი, ტურა, მაჩვი, ნუტრია. ფრინველებიდან – ბეღურა, ყვავი, შაშვი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II