ელგუჯა ბურდული
ელგუჯა (გუჯა) ბურდული (დ. 1 აპრილი, 1941, თბილისი — გ. 5 მარტი, 2022) — ქართველი და საბჭოთა კინომსახიობი. ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“. თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).
ელგუჯა ბურდული | |
---|---|
ფილმში „უძინართა მზე“ | |
დაბადების სახელი | ელგუჯა ბურდული |
დაბადების თარიღი |
1 აპრილი, 1941 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 5 მარტი, 2022 (80 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1974–2019 |
შვილ(ებ)ი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგი დაიბადა თბილისში 1941 წლის 1 აპრილს. მან ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე და 1969 წლამდე სწავლობდა სამშენობლო ფაკულტეტზე. ის იყო მაშველი თბილისის ზღვაზე (1958–1969), საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი (1961–1964), აგს ოპერატორი (1964–1984). 1974 წლიდან აქტიურად თამაშობდა კინოში, 1984 წლიდან გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.
„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით (2000). არის საქართველოს და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის „ნიკა“-ს წევრი. ელგუჯა ბურდულს დარჩა სამი შვილი:
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1979: „მიზანი“ (აშორდია) რეჟ. გენო ხოჯავა
- 1980: „ბეღურების გადაფრენა“ (კაცი ბეღურათი) რეჟ. თემურ ბაბლუანი
- 1980: „ძახილი პელაგონში“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1981: „მოცურავე“ (დურმიშხან დუმბაძე) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1982: „ჟამი მოქცევისა“ რეჟ. ნოდარ ომიაძე
- 1982: „სიბრძნის კარავი“ რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1982: „დიმიტრი II“ (დავითი) რეჟ. რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1983: „გაზაფხული გადის“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1984: „ადამიანთა სევდა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
- 1986: „ექვსი თოვლიანი დღე“ რეჟ. იური კვაჭაძე
- 1986: „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1987: „შავი თვალები“ რეჟ. ნიკიტა მიხალკოვი
- 1988: „აღდგომის ბატკანი“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1992: „უძინართა მზე“ (გელა) რეჟ. თემურ ბაბლუანი
- 1992: „მოკვეთილი“ (ხევისბერი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1996: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2000: „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (ლუპე) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 2003: „ფოსტალიონი“ (მილერი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2007: „უებრო სიყვარული“ რეჟ. მაია ბურდული
- 2007: „სვანი“ (მღვდელი) რეჟისორები იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
- 2011: „თბილისომანია“ რეჟ. მაია ბურდული
- 2013: „გზააბნეულნი“ (გუჯა) რეჟ. ერმალო მაღრაძე