დიმიტრი II
„დიმიტრი II“ — სს „ქართული ფილმის“ 1982 წლის მხატვრული ფილმი. ფილმის რეჟისორია რამაზ ხოტივარი.
„დიმიტრი II“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | რამაზ ხოტივარი |
რეჟისორი |
აზა ქორელი, შოთა დავითაშვილი |
სცენარის ავტორი | რამაზ ხოტივარი |
როლებში |
ლევან თუთბერიძე, ელგუჯა ბურდული, გურამ საღარაძე |
კომპოზიტორი | კუკური ჭოხონელიძე |
ხმის ოპერატორი | იმერი მანჯგალაძე |
ოპერატორი |
ჯიმშერ ქრისტესაშვილი, გიორგი გამილაღდიშვილი |
მონტაჟი |
სოფიო მაჩაიძე, ნელი ქრისტესაშვილი, ლალი კოლხიდაშვილი |
მხატვარი | კახა ქორიძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1982 |
ხანგრძლივობა | 134 წთ |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმში მოვლენები XIII საუკუნის საქართველოში ვითარდება. შორეული აღმოსავლეთიდან შემოსეულმა ურდოებმა წალეკეს მთელი აზია, ევროპის დიდი ნაწილი და ამიერკავკასიაც დაიმორჩილეს. საქართველოს ძლიერებას ბოლო მოეღო. დამპყრობლებს ქართველი ხალხის გადაგვარება ჰქონდათ განზრახული. ქვეყანას ფიზიკური განადგურება ემუქრებოდა. ქართლის ბედი დიდად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარუძღვებოდა საქვეყნო საქმეებს ახალგაზრდა მეფე დემეტრე თავდადებული.
როლებში
რედაქტირება- ლევან თუთბერიძე — დიმიტრი II
- ელგუჯა ბურდული — დავითი
- გურამ საღარაძე — ბუღა ნოინი
- გივი ჩუგუაშვილი — არღუნ ნოინი
- ზაზა მაღალაშვილი — რატი
- გიორგი (გია) ბურჯანაძე — გურამი
- ოთარ კობერიძე — ტარსაიჭ ორბელი
- გივი სარჩიმელიძე — მხატვარი
- ივანე საყვარელიძე — სადუნი
- კახი კავსაძე — კათალიკოსი
- გივი თოხაძე — ბექა ჯაყელი
- იმედა კახიანი — ბერი
- მურთაზ არაბული — მიქელ
- გაგა ალუდაური — ხევისბერი
- გია ლეჟავა — კეთროვანი
- ლიკა ქავჟარაძე — დედოფალი ნანა
- თამარ ლომინაძე — სოლღარი
- ინგა გოცირიძე — თამარი
- ელენე ფხალაძე — რუსუდანი
- ია ღამბაშიძე — ნათელა ჯაყელი
- ლევან ყიფიანი — დიმიტრი ბავშვობაში
- ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი — ქოსა
- გივი ჯაჯანიძე — ასისთავი
- ედიშერ (დავით) გიორგობიანი — მეფანდურე