ლევან ყიფიანი
ლევან ყიფიანი (დ. 6 სექტემბერი, 1971) — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 2012-2015 წლებში.
ლევან ყიფიანი | |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი, 2012 – 29 აპრილი, 2015 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | ვლადიმერ ვარძელაშვილი |
მემკვიდრე | ტარიელ ხეჩიკაშვილი |
დაბადებული | 6 სექტემბერი, 1971 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987—1995 წლებში ფეხბურთს თამაშობდა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში, მათ შორის „დინამო თბილისში“, „შევარდენი-1906 თბილის“-ში და გერმანიის „ვორმატია ვორმუს“-ში. 1996 წლიდან მუშაობდა ფეხბურთის მწვრთნელად. დააფუძნა საფეხბურთო სკოლა „ირაო“, საქართველოს მინი-ფეხბურთის (ფუტსალის) ასოციაცია და კავშირი „ჩვენი ფეხბურთი“. 2002—2005 წლებში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივი თბილისის“ გენერალური მენეჯერი, მმართველი დირექტორი. 2005 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი და საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2012-2015 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაპოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ვლადიმერ ვარძელაშვილი |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 2012 - 2015 |
შემდეგი: ტარიელ ხეჩიკაშვილი |