ედიშერ გიორგობიანი
ედიშერ (დავით) გიორგობიანი (დ. 5 აგვისტო, 1955, თბილისი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
ედიშერ (დავით) გიორგობიანი | |
---|---|
დაბადების სახელი | ედიშერ გიორგობიანი |
დაბადების თარიღი |
5 აგვისტო, 1955 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
1977 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). 1977–1984 წლებში მუშაობდა რუსთავის დრამატული თეატრში. თანამშრომლობდა საქართველოს რადიოსა და ტელვიზიის ლიტერატურულ რედაქციასთან, მონაწილეობდა ტელესპექტაკლებში. კინოდებიუტი შედგა ნიკოლოზ სანიშვილის 1980 წლის ფილმში „სახლი ლესნაიაზე“ (რევოლუციონერი გიორგი სტურუა). გიორგობიანის მნიშვნელოვანი როლია სანდრო ბარათელი ფილმში „მონანიება“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1984). სხვა როლები: მეფე ფარნავაზი („ქართლოსიანთა საკურთხეველი“, რეჟისორი ალინა აბაშმაძე, 1982), მეფანდურე („დიმიტრი II“, რეჟისორი რამაზ ხოტივარი, 1982), უფლისწული გიორგი („წიგნი ფიცისა“, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, 1983), ვამეხი („ვამეხი მოდის“, რეჟისორები ოთარ ლითანიშვილი, ოთარ შამათავა, 1988) და ა. შ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა სტალინის როლი ტელესერიალში „სტალინი. Live“ (რეჟისორი გრიგოლ ლიუბომიროვი, 2006, რუსეთი). მუშაობა განაგრძო, როგორც რეჟისორმა. იღებს რელიგიური, კონსერვატული შინაარსის დოკუმენტურ ფილმებს.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაგადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1980: „სახლი ლესნაიაზე“ (სტამბის მუშა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1982: „ქართლოსიანთა საკურთხეველი“ (მეფე ფარნაოზი) რეჟ. ალინა აბაშმაძე
- 1982: „დიმიტრი II“ (მეფანდურე) რეჟ. რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1983: „წიგნი ფიცისა“ რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1984: „მონანიება“ (სანდრო ბარათელი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1988: ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად) (ზაალი) რეჟისორები ოთარ შამათავა, ოთარ ლითანიშვილი