რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2
„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ — მეორე ნაწილი ფილმისა „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“. ფილმის რეჟისორია რატი რამიშვილი. სცენარი დაწერა ფორმულა კრეატივის სცენარისტთა ჯგუფმა. წინა ფილმის მსგავსად ფილმი გადაღებულია რუსთავი 2-ის სერიალის, „ჩვენი ოფისის“ მიხედვით.
„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ | |
---|---|
![]() | |
დამდგმელი რეჟისორი | რატი რამიშვილი |
პროდიუსერი |
ნიკა ქავთარაძე მიშა მშვილდაძე |
სცენარის ავტორი | მიშა მშვილდაძე |
ეფუძნება | ჩვენი ოფისი |
როლებში |
გიორგი კალანდაძე გია ცინაძე ვანიკო თარხნიშვილი თაკო აბაშიძე |
კომპოზიტორი |
არჩილ გულედანი ბექა ჯაფარიძე ვახო ბაბუნაშვილი იაკობ ბობოხიძე |
ხმის ოპერატორი | ნიკოლოზ ფანიაშვილი |
ოპერატორი | გორგასლან ხაინდრავა |
მონტაჟი |
ზურაბ მენთეშაშვილი რატი რამიშვილი |
მხატვარი | ვახტანგ კაკულია |
სტუდია | ფორმულა კრეატივი |
მწარმოებელი კომპანია | ფორმულა კრეატივი |
გამოსვლის თარიღი | 24 დეკემბერი, 2009 |
ხანგრძლივობა | 100 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმის პერსონაჟები ახალ ცხოვრებას იწყებენ. ნოდარსა და ნუნუკას ნიშნობა აქვთ ხოლო თიკუნამ, მამის თხოვნის სანაცვლოდ, მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ამიტომ იძულებულია მშობლებს დოლჩე გააცნოს. დოლჩე მორიგ „შარში“ ეხვევა, ლაშა და თეკლა აპირებენ საბას დაკარგვის და პოვნის ერთი წლის თავი მეგობრებთან ერთად აღნიშნონ, რობიკოს უნდა ახალი წლიდან სმას შეეშვას, ნინი და ნიკუშა დღედღეზე შვილს ელოდებიან. მყუდრო შეყვარებულია და სურს თავის შეყვარებულ ელენეს ორიგინალურად გამოუტყდეს სიყვარულში. ფილმის მთავარი გმირები ნიკას და რობიკოს შვილები არიან, რომლებიც ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მოევლინებიან ქვეყანას.
როლებში
რედაქტირება- გიორგი კალანდაძე — ნიკა
- გია ცინაძე — მყუდრო
- ვანიკო თარხნიშვილი — ლაშა
- თაკო აბაშიძე — ნატა
- გიორგი კალანდარიშვილი — დოლჩე
- ადელინა გოგუაძე — თიკუნა
- ანა სანაია — თეკლა
- ნინო მუმლაძე — ნუნუკა
- გუგა კახიანი — პატრულის თანამშრომელი
- ნათია წიწილაშვილი — ნინი
- ბერტა ხაფავა — ნუნუკას ბებო
- ნინო დუმბაძე — ნუნუკას დედა
- კახა კინწურაშვილი — ფოტოგრაფი
- თორნიკე კალანდარიშვილი — საბა
საუნდტრეკები
რედაქტირება- ჯგუფი 18 — თოვლი მოსულა
- თემო საჯაია — ფიფქები
- სალომე კორკოტაშვილი — რაც ყველაზე ძალიან გიყვარს,
- დათო ლომიძე და ჯგუფი სტრინგი — ახალი წელი
- აჩიკო გულედანი და სალომე კორკოტაშვილი — Push Me