რაც ყველაზე ძალიან გიყვარს

„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“2008 წლის ფილმი. გადაიღო რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ. ფილმის პრემიერა გაიმართა თბილისში 2008 წლის დეკემბერში. ფილმი გადაიღეს რუსთავი 2-ის დაკვეთით გადაღებული სერიალის, „ჩვენი ოფისის“ მიხედვით.

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს
დამდგმელი რეჟისორი გიორგი ლიფონავა
პროდიუსერი ნიკა ქავთარაძე
მიშა მშვილდაძე
ეფუძნება ჩვენი ოფისი
როლებში გიორგი კალანდაძე
გია ცინაძე
ვანიკო თარხნიშვილი
თაკო აბაშიძე
კომპოზიტორი არჩილ გულედანი
ბექა ჯაფარიძე
ხმის ოპერატორი ნიკოლოზ ფანიაშვილი
ოპერატორი გიორგი შველიძე
მონტაჟი გიორგი ლიფონავა
მხატვარი ვახტანგ კაკულია
სტუდია ფორმულა კრეატივი
მწარმოებელი კომპანია ფორმულა კრეატივი
გამოსვლის თარიღი 25 დეკემბერი, 2008
ხანგრძლივობა 132 წთ.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
შემდეგი: რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2

სიუჟეტირედაქტირება

საახალწლო საყიდლებზე წასულ ცოლ-ქმარს ჰიპერმარკეტში შვილი, 1 წლის საბა რჩებათ. მხოლოდ ის იციან რომ ბავშვი თოვლის ბაბუას ჩააბარეს, თუმცა მაღაზიაში დაბრუნებისას ის აღარ ხვდებათ. საქმეს ართულებს ის, რომ საგზაო წესების დარღვევის გამო მათ პოლიცია აპატიმრებთ და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ. სულ მალე მათი მეგობრებიც: თიკუნა, ნუნუკა, ლადო და ალე იზოლატორში მათ გვერდით აღმოჩნდებიან. თოვლის პაპა კი, რომელსაც საბა ჩააბარეს, იმდენადაა მთვრალი, რომ სიარულიც არ შეუძლია. თუმცა მას მყუდრო შეხვდება და აღმოაჩენს, რომ მანქანის უკანა სავარძელზე ბავშვს სძინავს. იგი თოვლის პაპას წიგნაკით ხელმძღვანელობს, რომელშიც წერია იმ ოჯახების მისამართები, სადაც საჩუქრები უნდა მიეტანა. საბოლოოდ იგი თეკლა და ლაშას სახლში მივა, სადაც ციხიდან გათავისუფლებული მეგობრები ფიქრობენ, თუ როგორ იპოვონ პატარა საბა.

როლებშირედაქტირება

საუნდტრეკებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება