გრიგოლ წიტაიშვილი
გრიგოლ წიტაიშვილი (დ. 28 თებერვალი, 1937, ბათუმი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1979), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
გრიგოლ წიტაიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 თებერვალი, 1937 ბათუმი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1960 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მუშაობდა გორის, რუსთავის, რუსთაველის სახელობის, გრიბოედოვის სახელობის და სხვა თეატრებში. 1967 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შეასრულებული აქვს მთავარი როლები: ლადო („ცისკრის ზარები“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1967), გერასიმე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1969), იასონი („წუთისოფელი“, რეჟ. შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971). მონაწილეობს ფილმებში: „ჩარი-რამა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1972, ნოდარი), „ღამის ვიზიტი“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1974, გიორგი), „კაპიტნები“ (რეჟ. თ. გომელაური, 1974, სეინერის კაპიტანი), „ბათა ქექია“ (ლ. გორდელაძე, 1978), „დათა თუთაშხია“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), „მშობლიური ჩემო მიწავ!“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1980), „ზღაპარი“ (რეჟ. კ. სურმავა, 1980), „ერთ პატარა ქალაქში“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1985), „გრანტუსი“ (რეჟ. ბ. ჩხეიძე, 1994) და სხვ.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებაფილმოგრაფია
რედაქტირება- 1966 — უყაიმო თამაში
- 1967 — ცისკრის ზარები — ლადო
- 1969 — სინათლე ჩვენს ფანჯრებში — გერასიმე
- 1971 — წუთისოფელი — იასონი
- 1972 — ჩარი რამა — ნოდარი
- 1974 — ღამის ვიზიტი — უფროსი ინსპექტორი
- 1974 — კაპიტნები — სეინერის კაპიტანი
- 1976 — გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)
- 1978 — დათა თუთაშხია — როგაჩევი
- 1978 — ბათა ქექია
- 1979 — იმერული ესკიზები
- 1980 — მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)
- 1980 — ზღაპარი — გრიშა ძია
- 1981 — ძნელი დასაწყისი — გაბო
- 1982 — მე დავბრუნდები
- 1982 — ლომა, დავიწყებული მეგობარი
- 1982 — კუკარაჩა — მოსამართლე
- 1982 — არაჩვეულებრივი რეისი
- 1984 — უკვდავების თეთრი ვარდი — მეფე
- 1985 — ერთ პატარა ქალაქში — პარმენ კამკამიძე
- 1987 — პლიაჟის ავაზაკი — ბიკენტი
- 1994 — გრანტუსი
- 1995 — შიში — ზავხოზი
- 1996 — შვიდფერა ყვავილი
- 2010 — ომი და ქორწილი
- 1986 — სიზმარა — (ანიმაციური)