აბესალომ მაისურაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

აბესალომ შალვას ძე მაისურაძე (დ. 27 ივლისი, 1927, თბილისი — გ. 4 ივლისი, 1996, იქვე) — ქართველი კინოოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1952-1954 წლებში სწავლობდა სპი-ში. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ ოპერატორად. გადაიღო ფილმები:

  • „პიერი, მილიციის თანამშრომელი“ (რეჟისორი დ. რონდელი, 1965),
  • „გიორგობისთვე“, „პასტორალი“, „იყო შაშვი მგალობელი“ (სამივეს რეჟისორი ო. იოსელიანი, 1966, 1970, 1976),
  • „მალე გაზაფხული მოვა“ (რეჟისორი ო. აბესაძე, 1967),
  • „მუსიკოსები“ (ა. ანტიპენკოსთან ერთად, რეჟ. მ. კობახიძე, 1969),
  • „ნერგები“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1972),
  • „აკაციის ყვავილობა“, „სამი მანეთი“, „თერმომეტრი“ (სამივეს რეჟისორი რ. შარაბიძე, 1974, 1975, 1975),
  • „წინაპართა მიწა“ (რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, გ. ჭოხონელიძე, 1979),
  • „გამოაღეთ ფანჯრები“ (რეჟისორი დ. აბაიძე, 1981),
  • „გაზაფხული გადის“ (რეჟისორი ნ. მანაგაძე, 1983),
  • „სკაპენის ოინები“ (რეჟისორები: გ. და მ. კალატოზიშვილები, 1984),
  • „ერთ პატარა ქალაქში“ (რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე, 1985),
  • „ფესვები“ (რეჟისორი ყ. მგელაძე, 1987),
  • „ჭა“ (რეჟისორი პ. ჩარკვიანი, 1988),
  • „ომი ყველასთვის ომია“ (1990), „წითელი პატეფონი“ (1995, ორივეს რეჟისორი დ. აბაშიძე),
  • „ანთიმოზ ივერიელი“ (რეჟისორები: გ. ჭოხონელიძე და ნ. ნოზაძე, 2001).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება