ლევან აბაშიძე (მსახიობი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ლევან აბაშიძე (დ. 22 მაისი, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 7 სექტემბერი, 1992, სოხუმი) — ქართველი მსახიობი.

ლევან აბაშიძე
დაბადების სახელი ლევან აბაშიძე
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1963
გარდაცვალების თარიღი 7 სექტემბერი, 1992 (29 წლის)
სოხუმი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აღიზარდა მეცნიერ მუშაკთა ოჯახში. 1980 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. იგი ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მას მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისგან განსახიერებული მთავარი გმირის როლი თორნტონ უაილდერის პიესაში „ჩვენი პატარა ქალაქი“.

1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა. ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975), ტატო კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წელს კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990), ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986), გუგული მგელაძის „ფესვები“ (1987), მიხეილ კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985), ალექსანდრე კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987) და სხვა.

დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992–1993) დროს, ზემო ეშერასთან. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლე ბატონიშვილის შტოდან.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 22, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება