გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი

ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი.

გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი (დ. 30 ოქტომბერი, 1943, თბილისი — გ. 5 იანვარი, 2023, იქვე) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი. საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1982).

გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1943
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 2023 (79 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა კინორეჟისორი
სცენარისტი
მხატვარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი დაიბადა თბილისში, 1943 წლის 30 ოქტომბერს. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1971 წელს — თბილისის სამხატვრო აკადემია, 1976 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1998 წლიდან — საქართველოს შემოქმედთა საერთაშორისო ფედერაციის თავმჯდომარე. იყო საქართველოს ტელევიზიის კინორეჟისორი; მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე; გადაღებული აქვს ფილმები: „პრემიერა“ (1979), „ექსპერიმენტი“ (1981), „მთვარის გლობუსი“ (1986), „ვეძებთ მარჯორის და ოლივერს“ (1991) და სხვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება
  • 1975 — „მოლანდება“
  • 1979 — „პრემიერა“
  • 1979 — „საფეხურები“
  • 1980 — „ბიჭვინთა“ (დოკუმენტური)
  • 1981 — „ექსპერიმენტი“
  • 1984 — „ათოვდა ზამთრის ბაღებს“
  • 1986 — „მთვარის გლობუსი“
  • 1989 — „კატასტროფა“ (დოკუმენტური)
  • 1991 — „ვეძებთ მარჯორის და ოლივერს“
  • 1993 — „ბედიანი“

სცენარის ავტორი

რედაქტირება
  • 1979 — „საფეხურები“
  • 1984 — „ათოვდა ზამთრის ბაღებს“
  • 1986 — „მთვარის გლობუსი“
  • 1989 — „კატასტროფა“ (დოკუმენტური)
  • 1993 — „ბედიანი“

დამდგმელი მხატვარია

რედაქტირება
  • 1970 — „ქართული ქორწილი“ (დოკუმენტური)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება