ათოვდა ზამთრის ბაღებს

ათოვდა ზამთრის ბაღებსგიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის 1984 წლის მხატვრული ფილმი.

„ათოვდა ზამთრის ბაღებს“
დამდგმელი რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
სცენარის ავტორი დევი ივანოვ-ჩიქოვანი,
დავით აგიაშვილი,
კარლო კობერიძე,
გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ოპერატორი ტრისტან კანდელაკი,
ნოდარ ნამგალაძე
მხატვარი ჯემალ კახნიაშვილი
სტუდია სატელევიზიო ფილმების სტუდია
გამოსვლის თარიღი 1984
ხანგრძლივობა 145 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის გმირი, ახალგაზრდა მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, შემოქმედებითი ძიებისა და ხელოვნებაში საკუთარი გზის არჩევანის წინაშე დგას. ყოველივე ეს იმისკენ უბიძგებს, რომ მიატოვოს აკადემია და მშობლიურ სოფელში დაბრუნდეს. ყოველდღიური კონტაქტი სოფლელებთან, მათ სულიერ სამყაროში წვდომა თანდათან უღვივებს რწმენას, რომ სწორად აირჩია პროფესია და იპოვა თავისი დანიშნულება. ფილმის მეორე გმირი – ხელოსანი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა, მხატვრისაგან განსხვავებით, დარწმუნებულია თავის თავში, მყარად დგას მიწაზე და თავისი ოპტიმიზმით სულიერ წონასწორობას უბრუნებს მეგობარს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • გარდამავალი პრიზი წლის საუკეთესო ფილმისათვის, თბილისი (1984).
  • მეხუთე რესპუბლიკური კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მხატვრული ტელეფილმისათვის, ცხინვალი (1985).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება