ირაკლი ხიზანიშვილი
ირაკლი ხიზანიშვილი (დ. 31 ივლისი, 1940) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1980[1]).
ირაკლი ხიზანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 ივლისი, 1940 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1965 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ) სამსახიობო განყოფილება (ბ. ბაბოჩკინის სახელოსნო).
სადებიუტო როლი შეასრულა აზერბაიჯანულ ფილმში: „რომეო, ჩემი მეზობელი“ (შ. მაჰმუდბეგოვი, 1964). 1965-1973 წლებში მუშაობდა მოსკოვის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიაში. მონაწილეობდა ფილმებში: „წითელი კარავი“ (პომელა, რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი, 1970), „რუსეთის იმპერიის გვირგვინი, ანუ ისევ მოუხელთებლები“ (რეჟ. ე. კეოსაიანი, 1970), „რობიზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი“ (პარასკევა, რეჟ. ს. გოვორუხინი, 1972), „შავი პრინცი აჯუბა“ (ანსარი, რეჟ. გ. ვასილიევი, შ. კაპური, 1989, სსრკ-ინდოეთი). საქართველოში შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია ლექსო სატელევიზიო ფილმიდან „თუში მეცხვარე“ (რეჟ. ს. ჩხაიძე, 1978), გურამ ღლონტი („მშობლიურო ჩემო მიწავ!, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1980), ბაქარი („ძნელი დასაწყისი“, რეჟ. თ. მაღალაშვილი, 1981), არჩილი („დღეს ღამე უთენებია“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1983), მხატვარი ლადო („ათოვდა ზამთრის ბაღებს“, რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984), თამაზი („ვირთხა“, პ. მილორავა, 1991).
1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1976 — „თუში მეცხვარე“ — ლექსო
- 1980 — „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (რაიკომის მდივანი) — გურამ ღლონტი
- 1981 — „ძნელი დასაწყისი“ — არჩილი
- 1982 — „სევდიანი საყვირი“
- 1983 — „დღეს ღამე უთენებია“ — არჩილი
- 1983 — „ექსპედიცია“
- 1984 — „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“
- 1984 — „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ — მხატვარი ლადო
- 1985 — „ლალე“
- 1986 — „პროლოგი (წინათქმა)“
- 1987 — „ხარება და გოგია“
- 1990 — „ზვარაკი“
- 1991 — „ვირთხა“ — თამაზი
- 1992 — „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“