დავით აგიაშვილი

დავით (დათო) ნიკოლოზის ძე აგიაშვილი (დ. 28 ივლისი, 1949, თბილისი — გ. 12 თებერვალი, 2014, ლოს-ანჯელესი) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი.

დავით აგიაშვილი
დაბადების სახელი დავით აგიაშვილი
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1949
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი, 2014 (64 წლის)
ლოს-ანჯელესი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1974 — 2014
მეუღლე(ები) მარიკა ლომთათიძე
მშობლები მამა: ნიკოლოზ აგიაშვილი (მწერალი)

ბიოგრაფიარედაქტირება

დავით აგიაშვილი დაიბადა 1949 წლის 28 ივლისს, თბილისში, მწერალ ნიკოლოზ აგიაშვილის ოჯახში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.

1974–1977 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“ რედაქტორად, მერე კი უფროს რედაქტორად. ასევე მულტიპლიკაციური გაერთიანების მთავარ რედაქტორად.

1977–1995 წლებში იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის“ რედაქტორი, 1979 წლიდან კი — სასცენარო სახელსონოს ხელმძღვანელი.

1980–1985 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკუტეტზე სპეციალობით „კინოდრამატურგია“ და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში[1] სპეციალობით „კინოდრამატურგიის საფუძვლები".

ცხოვრობდა კალიფორნიაში, ოჯახთან ერთად. მისი ერთი შვილი, ნიკა აგიაშვილი არის კინორეჟისორი[2], ხოლო მეორე კი, ჯორჯ ფინი (George Finn)[3] — კინომსახიობი.

სცენარის ავტორირედაქტირება

  • 1979: „ცდა“ (დოკუმენტური) — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1980: „ფანჯარა“[4] (დოკუმენტური)
  • 1981: „საქართველოსთვის, ბიჭებო, სწორდით“, (დოკუმენტური), სცენარისტი და რეჟისორი
  • 1984: „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ (მხატვრული)
  • 1986: „მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“[5] (მხატვრული)
  • 1990: „ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“[6] (მხატვრული)
  • 1991: „ელზა“[7] (მხატვრული)

პროდიუსერირედაქტირება

  • 1994: „იმპერიის რღვევა“ (დოკუმენტური)
  • 2012: „მწვანე ამბავი“ (A green story)[8] (მხატვრული)
  • 2013: „სასტიკი სულელები“ (Savage mutts)[9] (მხატვრული)
  • 2014: „თბილისი, ჩემი ქალაქი“ (Tbilisi, I Love You)[10] (მხატვრული)

კინოროლირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. http://www.tafu.edu.ge/
  2. http://www.imdb.com/name/nm0013049/
  3. http://www.imdb.com/name/nm3122871/
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-07-09.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-07-09.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2010-07-09.
  8. http://www.imdb.com/title/tt2090447/
  9. http://www.imdb.com/title/tt2435466/
  10. http://www.imdb.com/title/tt2387575/
  11. http://www.imdb.com/title/tt1407998/fullcredits#cast