დაკარგული სამოთხე (1937 წლის ფილმი)

დაკარგული სამოთხე1937 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი დავით რონდელი. ფილმი აღადგინეს 2019 წელს.[1]

„დაკარგული სამოთხე“

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი დავით რონდელი
სცენარის ავტორი გიორგი მდივანი, დავით რონდელი
როლებში დუდუხანა წეროძე
ბათუ კრავეიშვილი
კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე
ხმის ოპერატორი დავით ლომიძე
ოპერატორი ბორის ბურავლიოვი
მხატვარი დავით კაკაბაძე,
ქრისტესია ლებანიძე
სტუდია სს „სახკინმრეწვი“
გამოსვლის თარიღი 1937
ხანგრძლივობა 83 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ენა ქართული

ფილმში მოქმედება XIX საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში ხდება. ბაბუა ანტონი მეზობლებს დახმარებას სთხოვს, რომ მის შვილიშვილ პეპელას შესაფერისი საქმრო მოუძებნონ. მაჭანკლები ღარიბ აზნაურებთან, ძმებ მიქელა და ასლან კალმახიძეებთან მიდიან და მდიდარ საპატარძლოს ურიგებენ. პეპელა, რომელსაც აზნაურების მოჯამაგირე ლაზარია უყვარს, თავისი ეშმაკური ხრიკებით გადანახულებაზე მოსულ საქმროებს ატყუებს და უკანმოუხედავად გააქცევს. მალე აზნაურების კარმიდამო ვალების გამო საჯარო აუქციონით გაიყიდება. პეპელა და ლაზარია ბედის საძიებლად ქალაქში მიდიან.

როლებს ასრულებენ

რედაქტირება
  • დუდუხანა წეროძე — პეპელა
  • ბათუ კრავეიშვილი — ლაზარია (მოჯამაგირე)
  • არკადი ხინთიბიძე — მიქელა (აზნაური)
  • შალვა ბეჟუაშვილი — ასლანი (აზნაური)
  • ვასილ ბალანჩივაძე — ბაბუა ანტონი
  • შალვა ჯაფარიძე — ამბაკო (მეზობელი)
  • ქეთო ჯინჭველაშვილი — ამბაკოს მეუღლე
  • სანდრო ჟორჟოლიანი — არისტო (მაჭანკალი)
  • ვლადიმერ ტყეშელაშვილი — სოლომონი (მაჭანკალი)
  • ილია მამფორია — მღვდელი ზოსიმე
  • შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) — ბოქაული
  • გიორგი ჩახავა — დომენტი
  • გიორგი ყიფიანი — გრამიტონი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება