ალექსანდრე ჟღენტი
ალექსანდრე ჟღენტი (დ. 4 აპრილი, 1945 — გ. 4 სექტემბერი, 2021) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, პოლიტიკოსი.
ალექსანდრე ჟღენტი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 აპრილი, 1945 |
გარდაცვალების თარიღი | 4 სექტემბერი, 2021 (76 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | რეჟისორი, სცენარისტი |
1965–1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობაზე და ივანე კარპენკო-კარის სახელობის კიევის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.
1972 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1990 წელს იყო ინიციატორი ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებისა. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2002 წელს იყო სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო დღის დაარსების ინიციატორი.
ფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1970: „მონადირე“
- 1971: „ცოტნე დადიანი“
- 1977: „ამბავი აფხაზი ჭაბუკისა“
- 1980: „სტადიონი“ (დოკუმენტური),
- 1984: „გურია! გურია! გურია!“ (დოკუმენტური)
- 1987: „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!“ (დოკუმენტური)
- 1990: „პირველი ეროვნული“(დოკუმენტური)
- 1993: „საქართველოს ზარები“ (დოკუმენტური)
- 2011: „ქართული ფეხბურთი 110 წლისაა“ (დოკუმენტური)