ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი
„ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი“ (ალბ. Skënderbeu) — 1953 წლის საბჭოთა-ალბანური ისტორიული მხატვრული ფილმი, რომელიც კინოსტუდიების „Albfilm“ (ალბანეთი) და „მოსფილმის“ (სსრკ) ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის რეჟისორია სერგეი იუტკევიჩი.
„ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | სერგეი იუტკევიჩი |
სცენარის ავტორი | მიხეილ პაპავა |
როლებში | აკაკი ხორავა |
კომპოზიტორი | ჟორჟ გარვარენცი |
სტუდია |
„Albfilm“ „მოსფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1953 |
ხანგრძლივობა | 120 წუთი |
ქვეყანა |
ალბანეთი სსრკ |
სიუჟეტი
რედაქტირებაისტორიული ფილმი ალბანელი ხალხის ბრძოლაზე თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ XV საუკუნეში გეორგ კასტრიოტის მეთაურობით, რომელსაც თურქებმა მეტსახელად სკანდერბეგი შეარქვეს. თავადიშვილი ბავშვობიდან თურქეთის სულთნის კარზე მძევლად იმყოფებოდა. იქ აღზარდეს, როგორც სულთნის მეომარი. მტრის სახელმწიფოში სამსახურის 20 წლის შემდეგ სამშობლოს სიყვარულმა აიძულა სათავეში ჩადგომოდა ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ.
როლებში
რედაქტირება- აკაკი ხორავა — გეორგ კასტრიოტი (სკანდერბეგი)
- ნიკოლაი ტიმოფეევი — იტალიელი პოეტი
- ვლადიმერ სოლოვიოვი — ფრანგი ბერი
- ბორის ტენინი — ალბანელი მებრძოლი დინი
- ბესა იმამი — დონიკა, სკანდერბეგის ცოლი
- ადივიე ალიბალი — მამიცა, სკანდერბეგის და
- ნაიმ ფრაშერი — პალ მუზაკა, მამიცას საქმრო
- ოლეგ ჟაკოვი — ტანუშ ტოპია, ალბანელი ფეოდალი
- მიხალ სტეფა — გერგჟ არიანიტი
- სერგო ზაქარიაძე — ლაონიკუსი (ლაონიკეს პროტოტიპი)
- ვლადიმერ ბელოკუროვი — ბრანკოვიჩი, სერბეთის მეფე
- სერგეი კულაგინი — ჰასან-ბეი
- სერგეი კურილოვი — ლეკა ზახარია, ალბანელი ფეოდალი
- ლეც შლაკუ — გერგჟის მამა
- კრისანტი კოტმილი — გერგჟის დედა
- სემიონ სოკოლოვსკი — ჰამზა კასტრიოტი, ალბანელი ფეოდალი
- ვერიკო ანჯაფარიძე — დაფინა
- ვაჰრამ ფაფაზიანი — სულთანი მურად II
- იური იაკოვლევი — მეომარი