ალბანელები (ალბანეთი)

ალბანელები (ალბ. Shqiptarët) — ალბანეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ეთნოსი. ტერმინი ხანდახან გამოიყენება ალბანეთის ყველა მოქალაქის მიმართ მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა.[12] ალბანელები საუბრობენ ალბანურად და მათი უმეტესობა ცხოვრობს ალბანეთსა და კოსოვოში. ალბანური დიასპორა წარმოდგენილია მრავალ ქვეყანაში. სახელი ალბანელები მოდის უძველესი ქალაქიდან ალბანოპოლისიდან. ნახსენები იყო პტოლემაიოსის მიერ ძვ. წ. II საუკუნეში და მდებარეობს დღესდღეობით არსებული ალბანეთის ტერიტორიაზე. ეტიმოლოგიურად ეს მოდის ლათინური სიტყვით „ვაითით“, შესაძლო წამძღოლი და მოწმე ახლოსმდებარე მთებისა. ასევე საჭიროა განვიხილოთ მათი სახელი სხვადასხვა კულტურასა და ქვეყნებში. „არბერები“ მოდის ალბანური არბერი-დან, მსგავსად ეძახდნენ ალბანელებს  იტალიაში. „არბანიტ“ ნიშნავს საბერძნეთში მყოფ ალბანელებს, რომელიც შემდეგ „არბერიტით“ შეცვალეს, მაგრამ მსგავსად მხოლოდ კათოლიკე ალბანელებს ეძახდნენ. „არნაუტი“ მსავსად ფრანგები უწოდებდნენ მათ. ამჟამად ალბანეთის ტერიტორია შეადგენს 28,748 კვადრატულ კილომეტრს. მას დასავლეთით ესაზღვრება ადრიატიკისა და ლონიანის ზღვები, ხოლო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მონტენეგრო, სერბეთი და ჩრდილოეთი მაკედონია და სამხრეთით კი საბერძნეთი. ალბანეთის 76% არის მთიანი და გორიანი. კლიმატი არის ნაკლებად მშრალი და გრილი ზაფხულია, ხოლო ზამთარში უმეტესად თოვლიანია.

ალბანელები
Shqiptarët
საერთო მოსახლეობა
დაახ. 7,5– 8,5 მილიონი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ალბანეთის დროშა ალბანეთი
კოსოვოს დროშა კოსოვო
2,810,000 (2011)
1,616,869 (2011)[1]
დანარჩენი ბალკანეთი დაახ. 920,500
ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია 509,083 (2002)[2]
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 280,000[3][4]
სერბეთის დროშა სერბეთი 50,000-70,000[5][6][7][8]
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 30,439[9]
ხორვატიის დროშა ხორვატია 17,513 (2011)
რუმინეთის დროშა რუმინეთი 10,000[10]
სლოვენიის დროშა სლოვენია 4,020[11]
დანარჩენი ევროპა დაახ. 1,513,600
დანარჩენი მსოფლიო დაახ. 0.6 - 1.4 მილიონი
ენები ალბანური
(გეგის და ტოსკის დიალექტები)
რელიგიები ისლამი
(სუნიზმი · ბეკტაში · სუფიზმი)
ქრისტიანობა(კათოლიციზმი · მართლმადიდებლობა · პროტესტანიზმი)
არარელიგიურობა

ალბანელები პირველად მოხსენიებულნი არიან, XI საუკუნის ბოლო დაწერილ ბიზანტიურ ჩანაწერში, ამ მომენტისთვის ისინი უკვე მთლიანად გაქრისტიანებულები იყვნენ. ყველა ალბანელი მართლმადიდებელი იყო XIII საუკუნის მეორე ნახევრამდე. ქრისტიანობა მოგვიანებით, ჩაანაცვლა ისლამმა, რომელმაც, ალბანელებში, შეინარჩუნა ყველაზე გავრცელებული რელიგიის სახელი ოტომანის დრომდე. მართლმადიდებლური და კათოლიკური რიტუალები ჟამთასვლასთან ერთად, უფრო ნაკლებად მიმდინარეობდა ალბანეთში.

XX საუკუნის მონარქიისა და შემდგომ ტოტალიტარულ სახელმწიფო წყობის შემოღებას, მოჰყვა რელიგიისა და კულტურის შევიწორება. რასაც მოგვიანებით, მოჰყვა რელიგიის ბოლომდე შევიწროება. აიკრძალა ქრისტიანული, ისლამური და ყველა სხვა რელიგური რიტუალების ჩატარება, გარდა ძველებური წარმართული წირვისა, რომელიც ძველ სოფლებში ტარდებოდა. ამ წირვის არ აკრძალვა გამოიწვია იმან, რომ ისი მიჩნეული იყო ალბანური კულტურის ნაწილად.

თანამედროვე ალბანურ სახელმწიფოში, კვალ არის შემორჩენილი წარმართული ფესტივალები, ერთ-ერთი ასეთი არის, გაზაფხულის ფესტივალი, რომელიც ყოველი წლის 14 მარტს ტარდება ქალაქ ელბასანში. ის არის ეროვნული დღესასწაული, რომელსაც მთელი ქვეყანა აღნიშნავს.

2011 წლის ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მორწმუნე ალბანელი მოსახლეობის 59% არის მუსლიმი, მოსახლეობის 17% არის არის ქრისტიანი, დანარჩენი ნაწილი კი მიეკუთვნება სხვა რელიგიას. მეორე მსოფლიო ომამდე  მუსულმანები იყვნენ 70%, მართლმადიდებლები 20% და კათოლიკეები 10%. მსოფლიოს მონაცემებით ალბანეთი არის მეცამეტე ყველაზე ნაკლებად მორწმუნე ქვეყანა, ეს განპირობებულია იმით, რომ რელიგიას მოსახლეობის 39% ზე აქვს მარტო ზეგავლენა.

კომუნისტურმა რეჟიმმა, რომელმაც ხელში ჩაიგდო სადავეები მეორე მსოფლიოს ომის მერე, გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც ყოველგვარი რელიგია იყო აკრძალული და ალბანეთი გახდა პირველი ათეისტური სახელმწიფო. რელიგიური თავისუფლება ალბანელებს დაუბრუნდათ 1992 წელს.

რელიგია ალბანეთი კოსოვო ალბანელები ჩრდილოეთ მაკედონიაში ალბანელები მონტენეგროში ალბანელები ხორვატიაში
მოსახლეობა % მოსახლეობა % მოსახლეობა % მოსახლეობა % მოსახლეობა %
ისლამი
სუნიზმი
ბეკტაში
1,646,236
1,587,608
58,628
58.79
56.70
2.09
1,663,412

95.60

502,075

98.62

22,267

73.15

9,594

54.78

ქრისტიანობა
კათოლიციზმი
მართლმადიდებლობა
ევანგელიზმი
სხვა ქრისტიანობა
475,629
280,921
188,992
3,797
1,919
16.99
10.03
6.75
0.14
0.07
64,275
38,438
25,837

3.69
2.20
1.48

7,008
7,008


1.37
1.37


8,027
7,954
37

36
26.37
26.13
0.12

0.12
7,126
7,109
2

15
40.69
40.59
0.01

0.09
ათეიზმი 69,995 2.50 1,242 0.07 35 0.11 316 1.80
არ უპასუხეს 386,024 13.79 9,708 0.55 58 0.19 414 2.36
ზოგადად მორწმუნე 153,630 5.49
განუსაზღვრელი 68,022 2.43 1,188 0.06 48 0.16 63 0.36

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • - 2012 წელს ალბანეთის მოსახლეობა ოფიციალურად აღწევდა 3,002,859 მოსალოდნელი ზრდით, რომელიც წელიწადში 0.28%-ით ზრდას შეიცავდა. შობადობა იყო 12.38 1000 მოსახლეზე, ხოლო სიკვდილიანობა მხოლოდ 6.25. მოსახლეობის შეფადება 2011 წელს მსგავსად გამოიყურებოდა. 14 წლამდე იყო მოსახლეობის 21.4%, 15-დან 64 წლამდე იყო 68,1 პროცენტი, ხოლო 65 წლის ზემოთ მხოლოდ და მხოლოდ 10.5%. სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია 2012 წლის მონაცემებით მამაკაცთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 75, ხოლო ქალთა 80,5 წელია. ალბანეთის მაცხოვრებელთა მესამედზე მეტი ცხოვრობს ალბანური პოლიტიკის საზღვრებს გარეთ, რომელიც გამოასწორეს 1913 წელს ბალკანეთის ომის შემდეგ. ძალიან დიდი ალბანური საზოგადოება ცხოვრობს საბერძნეთში, უმეტესად ტშამარიაში. ასევე ალბანელების დიდი ნაწილი ცხოვრობს: თურქეთში, ეგვიპტეში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ლინგვისტური ნაირსახეობები

რედაქტირება
  • - ალბანეთი არის ერთ-ერთი მარტოდმყოფი წევრი ინდურ-ევროპულ ენებში. ალბანეთში არის ორი მთავარი დიალექტი, რომლის სახელებიც შესაბამისად ორი მთავარი რეგიონალური ჯგუფების სახელი ალბანეთში, რომელიც ასევე განსხვავდება მათი ტრადიციულ სოციალური ორგანიზაციითაც: ტოსკი, თურქული ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდინარე შკუმბთან არის და გჰეგი, რომელიც ბერძნული კულტურითაა განპირობებული ასევე სლავური კულტურაც ურთვია მას, ეს კუთხე მოქცეულია ჩრდილოეთ მხარეს. მოდერნიზებული ალბანური ენა ოფიციალურად ასაკს 1908-1912 წლებიდან ითვლის ამ დროისთვის ენა ტოსკ-ის პრინციპით იყო და ლათინური ანბანით იყო წარმოდგენილი.

ისტორიული და კულტურული კავშირები -

რედაქტირება
  • არქეოლოგიური და პრეისტორიული კვლევებით ალბანეთის ტერიტორია თარიღდება ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში, რომელიც ძველი საბერძნეთის გავლენის ქვეშ იყო. ილირია ეკუთვნოდა რომაულ იმპერიას ქრისტეს შობამდე 168 წლის შემდეგ. დაახლოებით 4-6 საუკუნე ილირიანელები იყვნენ გოთური და ჰანური გავლენის ქვეშ. და VI საუკუნის შემდეგ მონებმა დაიწყეს ილირიის ტერიტორიის ათვისება. 750 წლიდან ეს ტერიტორია იყო ბიზანტიის ხელში და 851 წლიდან 1014 წლამდე ეკუთვნოდა ბულგარეთის იმპერიას. მოგვიანებით 1081-1185 წლებში გამოჩნდნენ ნორმანდიელები და ნეაპოლიტანელები და ქვეყანა გახდა დიდი სერბეთის იმპერიის ნაწილი 1334-1347 წლებში. შემდეგ ვენეციელებმა მიისაკუთვნეს ტერიტორია 1393 წლამდე, როდესაც ოტომური იმპერია გააქტიურდა. ამ ტერიტორიის ხალხმა საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლოლბა 1912 წელს.

მოსახლეობა

რედაქტირება
  • - ალბანეთი არის ერთგვაროვნად დასახლებული, რადგან 95% მოსახლეობისა არის ალბანელი. 1976 წელს მიღებული ალბანური კონსტიტუცია აღნიშნავს ნაციონალურ მნიშვნელობას და ამტკიცებს უმცირესობის უფლებების დაცვას ენის სიმრავლის, ფოლკლორის და ტრადიციების დაცვას, მაგრამ არა რელიგიის. ბერძნები არიან ყველაზე მეტნი ნაციონალურ უმცირესობაში და უმეტესად ცხოვრობენ ალბანეთის ეპირუსში. ათასობით ალბანელი ბერძენი წავიდა საბერძნეთში 1990 წლების ბოლოს, როდესაც საზღვარი მხოლოდ ვირტუალურად იყო დაკეტილი საუკუნეების განმავლობაში. ბალკანელი რომაელებიც ასევე მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთ დიდ ნაწილად აღიარებული უმცირესობისა. ასევე აქ გვხვდება მაკედონიური საზოგადოება და მონტენეგროს წარმომადგენლებიც. ბოშებიც გვხვდებიან ალბანეთში მართალია 0.2%-ზე ნაკლები, მაგრამ მაინც. ასევე გვხვდებოდნენ ებრაელებიც ამ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან ბევრი მათგანი იძულებით გადაიყვანეს ალბანეთიდან ისრაელში 1991 წლის იანვარში ოპერაცია სახელწოდებით „მფრინავი ხალიჩა“. 2010 წლისთვის მოსახლეობის 52% ცხოვრობდა უბრანულ ნაწილში. ასეთი დაბალი ურბანიზაციის დონე, არის გადაადგილების შეზღუდვის შედეგი. ვირილოკალური ქორწინება, რომელიც გულისხმობ იმას, რომ დაქორწინებული წყვილი სახლდება ქმრის მშობლების მახლობლად, აიძულებს ალბანელ ქალს იცხოვროს ურბანულ ნაწილში. მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ნაგებობებში, რომლებიც სოციალისტურ დროს არის აგებული. ტირანას, დედაქალაქის, გარდა, მთავარი რეგიონალური ცენტრებია: რურეში, მთავარი პორტი, შკოდიორი, ელბასანი და კორშიე. სოციალისტურ პერიოდამდე, სოფლებში აგებული ნაგებობები, უმეტესად იყო ხის და ეს სახლები იყო გარშემორტყმული საძოვრებითა და მევენახეობისთვის კარგი მიწებით. ოტომანის ზეგავლენა იგრძნობა ქვის სახლებზე, რომელთაც კედლები რელიგიური მიზეზების გამო აქვთ ქვის. ასევე, ამ ქვების მთავარი მიზანი არის უსაფრთხოება. ალბანეთისათვის დამახასიათებელია ტეკულები, ქვისაგან აშენებული მაღალი კოშკი, ოთხივე მახარეს აქვს გარეთ გამოსუი ხის ფანჯრები, რომლებიც იხურება და იღება საჭიროებისამებრ. ასეთი ნაგებობეი გამოიყენებოდა თავდასხმების დროს, მტრის შემოსევის დროს, ბრძოლის უნნარო ადამიანების დასაცავად. მიწის უმეტესად დახრილობის გამო, ალბანეთში აგებული სახლები არის პატარა, რადგან დიდის სწორად აგება დაკავშირებულია ხარჯებთან. უმეტეს შემთხვევაში სახლებზე ნათლად არის გამოკვეთილი იტალიური არქიტექტურის ნიშნები.

ქორწინება

რედაქტირება
  • - სამართლებრივი ქორწინების საკითხი ამ ქვეყანაში ყოველთის ჩვეულებრივ მიდიოდა და მთავარი ოჯახის წევრი წყვეტდა ვინ-ვისთან უნდა დაქორწინებულიყო. ზოგჯერ ბავშვებს ნიშნავდნენ მათ დაბადებამდეც კი. უმეტესად იმ მეგობრების პატივსაცემად რაც ოჯახებს ერთმანეთში ჰქონდა ან იმისათვის რომ დაემყარებინათ მეგობრობა და სიმშვიდე სხვადასხვა კლანებს. ამ შემთხვევაში რელიგიური განსხვავება ოჯახებს შორის არ წარმოადგენდა არანაირ დაბრკოლებას. მზითვის გარკვეულ ნაწილს იხდიდნენ, როდესაც გოგო დაიბადებოდა, შემდეგ ელოდებოდნენ გოგოს გაზრდას იქამდე სანამ იმ ასაკს არ მიაღწევდა, რომ გათხოვება შეძლებოდა და შემდეგ მიჰყავდათ ბიჭის ოჯახში. გოგოები თხოვდებოდნენ 13-დან 16 წლამდე, ხოლო ბიჭები 15-დან 18 წლამდე. მზითვს ასევე აძლევდნენ გოგოს თავისი ოჯახიდან და იმ შემთხვევაში თუ ის დაქვრივდებოდა და უკან სახლში დააბრუნებდნენ, მას ჰქონდა უფლება წაეღო ოჯახიდან რაც კი გაახსენდებოდა. ასევე ხდებოდა გარიგება იმ შემთხვევაშიც თუ ქვრივი ახალგაზრდა იყო. მას ათხოვებდნენ სხვა კაცზე, რომელსაც ფული უნდა გადაეხადა არა მარტო ამ გოგოს ოჯახისთვის არამედ გოგოს ყოფილი ქმრის ოჯახისთვისაც. ქალი მიიჩნეობა, როგორც თავისი ქმრის კუთვნილება, ისევე როგორც მისი შვილები. დაუქორწინებელი ქალი ეკუთვნოდა მამამისს. თუ ქალს არ გამოუვიდოდა, რომ თავისი ქმრისთვის ვაჟი გაეჩინა, ქმარს ჰქონდა უფლება, რომ დაშორებულიყო მისი კაბის ნაწილის მოჭრით და მისი უკან სახლში გაგზავნით. მსგავსი ქალი მიიჩნეოდა არაფრისმომცემად და თითქმის არ ჰქონდა შანსი, რომ ახლიდან დაქორწინებულიყო. ეკლესიის გავლენამ დაამთავრა იმის პრაქტიკა, რომ წაეყვანათ ქალი მხოლოდ იმის გამო, იყო ის ნაყოფიერი, თუ არა. ერთადერთი გზა ქალისთვის, რომ აეცილებინა არასასურველი ქორწინება იყო ქალწულობის ფიცის დადება, როგორც ვერძინი. რომელიც ითხოვდა რთული დავალების შესრულებას, როგორიც იყო ნაფიცმსაჯულის პოვნა თავისივე კლანიდან, რომელიც გააკონტროლებდა და იტყოდა თუ ის დაარღვევდა თავის ფიცს. ვერდზინს ევალებოდა ქალის სამუშაოებთან ერთად შეესრულებინა კაცის სამუშაოც, მას ასევე ჰქონდა უფლება გარკვეულ ადგილებში მამაკაცის ტანსაცმლითაც ყოფილიყო. სოციალიზმმა შეცვალა ეს ტრადიციები და ორივე სქესის წარმომადგენელს მისცა უფლება, რომ თვითონ დამოუკიდებლად აერჩია თავისი პარტნიორი.
  • - კონსტანტინოპოლის დაცემამდე 1453 წელს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა იყო რომსა და ბიზანტიას შორის დურესის გავლით. XIX საუკუნეში, მართლმადიდებელი საბერძნეთი და ვლაჰის მაცხოვრებლები ალბანეთის სამხრეთ ნაწილში ვაჭრობდნენ თურქულ იმპერიასთან. ეკონომიკური ცენტრები ჩრდილოეთში იყო შკოდერი და პრიზრენი. იუგოსლავიასთან ეკონომიკური ურთიერთობა დამთავრდა ალბანელი მოსახლეობის მიერ პროკლამაციის მიღებიდან 2 წლის შემდეგ 1946 წელს. 1949 წლიდან ალბანეთი იყო ძალიან კარგი სავაჭრო მოკავშირე საბჭოთა კავშირთან 1961 წლამდე სანამ ურთიერთობა დამთავრდა. ამის შემდეგ 1961 წლიდან 1978 წლამდე ალბანეთს ჰქონდა მსგავსი სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთანაც. 1968 წელს ალბანეთმა დატოვა ვარშავის ხელშეკრულება. 1990 წლამდე კონსტიტუცია არ მიიჩნეოდა სრულად და გამართულად ამ ქვეყანაში, რამაც ხელი შეუშალა უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში შემოეტანათ ტავიანთი კაპიტალი და დაებანდებინათ. ალბანეთს ექსპორტზე გააქვს განსხვავბული სახეობის მადანი და მეტალები, ელექტროენერგია, გაზი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, სამშენებლო მასალები, ქიმიური პროდუქტები და თამბაქოც. პრინციპი „არანაირი იმპორტი ექსპორტის გარეშე“ ამ ქვეყანაში მკაცრად იყო გაანალიზებული 1987 წლიდან. ამ ქვეყანას მოუწია თავის დასავლელ მეზობლებთან ერთად ბევრი ეკონომიკური სირთულის გადატანა, მაგრამ მისი ეკონომიკა კვლავ ძლიერდება, როგორც მისი სავაჭრო პარტნიორების და საბოლოოდ ამ ევროპის ქვეყნებმა ერთად შექმნეს სისტემა, რომელიც მათ შემოსავალს ბევრად ზრდის. სწორედ ამის გამო 1991 წლიდან ალბანეთის მოსახლეობა იზრდება თვისი ევროპელი მეგობრების დამსახურებით, რომლებიც ალბანეთში სხვადასხვა სავაჭრო მიზნით გადადიან.
  • ალბანეთში ოჯახები ცხოვრობდნენ გვარების მიხედვით, ერთი გვარის წარმომადგენლები იყვნენ ერთად. კაცს ამ საგვარეულოდან ევალებოდა შინაური ცხოველის გამრავლება და სოფლის მეურნეობაზე ყურადღების მიქცევა. მონადირეობა იყო სეზონური სამუშაო კაცისათვის. ქალებს უმეტესად ევალებოდათ სახლის დალაგება და ბავშვებზე ზრუნვა, ასევე ხშირად ქალს უწევდა სამოსის კერვა. გვარების ერთმანეთთან მტრობის დროს, კაცის საქმეც ქალზე გადმოდიოდა. გვარის მეთაურს ჰყავდა ცხენი , რათა სხვა გვარებისათვის წარედგინა თავისი გვარი, ასევე ის ანაწილებდა სამუშაოს. ახლანდელ დროს, სოციალისტურმა ცონსტრუქციამ გამოაცხადა, რომ კაცი და ქალი თანაბარუფლებიანები არიან. სინამდვილეში ეს ხშირად წარმოადგენს ქალისათვის თავის ტკივილს, რადგან ეს გულისხმობას იმას რომ, მეურნეობაში ორივეს თანაბარი სამუშაო უნდა შეასრულოს. მკვლელოპბა მორალის გამო უფრო ხშირად ხდებოდა ვიდე ეკლესიის ჩარევის გამო. ადამიანებს შორის შელაოპარაკებები ხშირად სხვადასხვა რამის გამო ხდებოდა: შეუღლების დროს დადებული პირობის დარღვევის გამო, სისხლის აღებაც ძალიან ხშირი იყო მომტრო გვარებს შორის. ყოფილა შემთხვევები როდესაც, ცუდი სთუმართ მასპინძლობის გამო მოუკლავთ მასპინძელი. ამ შემთხვევის მერე, სტუმრად მისვლა ალბანეთში შეწუხებასთან იყო დაკავშირებული და ეს ხშირად არ ხდებოდა ხოლმე. მაგრამ კანონების შემოღებასთან ერთად ყველაფერი გამოსწორდა, ახლა ალბანელები სტუმართლმოყვარე ხალხია და მონათესავე გვარები ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს.

მედიცინა

რედაქტირება
  • მედიცინაში, ტრადიციულად გამოირჩეოდნენ ისინი ვისაც ქჰონდათ მცენარეების ღრმა ცოდნა, ასეთებს ალბანეთსი იხენიებდნენ ,როგორც „ჭკვიანი მოხუცი ქალი“, ასეცე მცენარეების ცოდნასთან ერთად საჭირო იყო რიტუალების ცოდნაც, რომელიც წინაპრებისაგან უნდა მიეღო. ქრისტიანი და მუსლიმი მსახურები, სნეულებს იბარებდნენ სხვადასხვა ადგილზე და იქ უტარებდნენ რიტუალებს, ქრისტიანებისთვის ეს იყო ლოცვის წაკითხვა და ნაკურთხი წყლის ცხება. ხშირად დაავადებებს ბნელ და ბოროტ ძალებს აბრალებდნენ. ბოროტ ძალებში შედიოდა მოჩვენებებიც, რომელთა შეხება ალბანელების აზრით იწვევდა სიკვდილს. ასევე სჯეროდათ ბოროტი თვალის. სოციალიზმის დროს ამ მკურნალობის ტრადიციები შეიცვალა საავადმყოფოებით. საავადმყოფოები, გამოკვლევის ცენტრები და თავშესაფრები ითვლებოდა, მთავრობისათვის ყველაზე დიდ გამოწვევად, ამიტომ სოციალისტების დორს უამრავი საავადმყოფო იქნა აგებული. 1983 წელს თითო ექიმზე, დაახლოებით 714 პაციენტი მოდიოდა. ცერემონიები და რიტუალები ალბანელების განუყოფელი ნაწილია. ბავშვის დაბადების თანავე იწყება სხვადასხვა ცერემნოიები როგორებიცაა: პირველი თმის შეჭრა, პირველი ფრჩხილის გადაჭრა. სხვა ცერემონიები უკვე მოითხოვდა ფიცის დადებას საფლავის ქვაზე, საცხოვრებლის კედელზე, ეკლესიის შესასვლელთან. ზოგიერთ ტრადიციას აქვს ყოველწლიური ფესტივალის სახე, ამ ფესტივალზე ყველა რელიგის წარმომადგენელი ერთნაირად ზეიმობს.

სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი ეტაპი

რედაქტირება
  • ტირილი, სახის დაფხაჭნა, თმის შეჭრა ან დაგლეჯვა, ტანსაცმლის უკუღმა ჩაცმა და ა.შ. ეს ყველაფერი ითვლება დატირების პროცესის ნაწილად. ეს ცერემონია ძირითადად ტარდება ქალი მეზობლებისაგან, თუმცაღა მას ხანდახან მამაკაცებიც მიმართავენ, ასევე იშვიათად, მაგრამ არსებობს მომტირალი ქალების აყვანის პროცესიც, სამხრეთის ზოგიერთ რეგიონში დატირება ხდება ორ ნაწილიანი სიმღერის მღერით, რომელსაც უძღვება ქალი მომტირალი და ის მღერის მისამღერს, ეს პროცესი რამდენიმეჯერ მეორდება. დაკრძალვა ხდება იმავე დღეს ან თუკი გარდაცვლილი საღამოს გარდაიცვალა მეორი დღის დილას, ეკლესიაში ჩატარებული რიტუალის შემდეგ, ბოლო გზაზე ქალები გარდაცვლილს კოცნიან. თუკი გარდაცვლილი მნიშვნელოვანი პიროვნება იყო მას დაკრძალვისას აცმევენ მისთვის დამახასიათებელ სამოსს, ამას გარდა შეიძლება მას საბოლოო გზაზე გაატანონ სიგარეტი ან რაიმე მასთან დაკავშირებული სხვა ატრიბუტი. გვლემა გრძელდება 40 დრის მანძილზე. ალბანელებს სჯერათ, რომ კეთილი და კარგი ადამიანის სიკვდილი მარტივად ხდება, ხოლო ცუდ ადამიანს უწევს წვალება. გარდაცვლილის საფლავის თავზე დევს საფლავის ქვა, ეს მას იცავს ვამპირად ქცევისაგან ან წარმოადგენს იმ მასალას, რომლის დახმარებითაც მიცვალებული გადავა სხვა სამყაროში.

ინდუსტრიული ხელოვნება

რედაქტირება
  • - ადრე ალბანეთში იყო რამდენიმე ადგილი სოფელში და უფრო მეტი ადგილი ქალაქში, სადაც მამაკაცი ხელოვანები ყიდიდნენ სხვადასხვა თიხის, მეტალის და ხის ნივთებს, მაგალითად: სასოფლო სამეორნეო და საოჯახო ხელსაწყოებს, ინსტრუმენტებს, რელიგიურ ნივთებს, რკინის ნივთებს და ასევე ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს, აქ შეხვდებოდით ნებისმიერი სახის საჭირო ნივთს. ამ სახის სავაჭრო ადგილებში ქალს არ შეეძლო თავისი ნივთების გაყიდვა, მას მხოლოდ ყიდვა შეეძლო და მხოლოდ ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან იმ შემთხვევაში თუ მაღაზიის მსგავს დაწესებულებაში მუშაობდა, ამ მაღაზიისთვის უნდა ეყიდა რამე.

ხელოვნება

რედაქტირება
  • ალბანური სიმღერები იყო და არის ისოტორიის შენახვის ყველაზე კარგი გზა, ისინი თაობიდან-თაობაზე გადადიოდა, ნებისმიერი სიმღერა, რომელიც გვიყვება რომელიმე ადამიანსი თავგადასავალს იყო მოხეტიალე მომღერალის მიერ ნამღერი. მომღერლები სხვადასხვა დღესასწაულებზე მღეროდნენ საგმირო სიმღერებს, რომელიც ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. ზღაპრების მოყოლოა იყო ჩვეულებრივი მოვლენა. მას ახლაც ხშირად ყვებიან, როგორც დიდების ისე პატარებიც. ამ ზღაპრებში შენახულია, როგორც ლეგენდები, ისე ფანტასტიკური იდეები. ნორმებისა და ადამიანური ღირებულებების გადმოსაცემად, ასევე გამოიყენება ანეკდოტები და გამოცანები. ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ჯიროკასტრში არის ფესტივალი, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან იქ მისული სტუმრები. ასევე ამ ფესტივალზე კვლავ მღერიან „vessel song-ს“, ამ სიმღერას ახასიათებს თავისებური ტონი და დამახასიათებელია მხოლოდ ერთი რეგიონისათვის, ასევე არის სხვადასხვა ცეკვები, ქალისა და კაცის შესრულებით. დღეს დღეობით ყველაზე ცნობილი ალბანელი მწერალი არის ისმაილ კადარი, დაბადებული 1939 წელს, მისი ნაწარმოებები წინ წამოწევს ტრადიციული ცხოვრების ღირებულებებს და ადამიანების ყოველღიური ცხოვრების დროს მიღებულ გამოცდილებებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/citation.do?method=citation&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/Europe/EG01%27)&docId=eg01-000&tocOffsetId=tocPubInfoP

  1. Main Results of Population and Housing Census 2011. INSTAT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 24 December 2013.
  2. 2002 Macedonian Census (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  3. Announcement of the demographic and social characteristics of the Resident Population of Greece according to the 2011 Population - Housing Census. (PDF). Greek National Statistics Agency (23 August 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 3 June 2014.
  4. Waldrauch, edited by Rainer Bauböck, Eva Ersboll, Kees Groenendijk, Harald (2006) Comparative analyses, [Online-Ausg.]., Amsterdam: Amsterdam Univ. Press, გვ. 416. ISBN 9789053569207. „approximately 200,000 of these immigrants have been granted the status of homogeneis“ 
  5. South Serbia Albanians Seek Community of Municipalities. ციტატა: „South Serbia is home to 50,000 or so Albanians.“ ციტირების თარიღი: 17 July 2013.
  6. Partos, Gabriel (2 February 2001). „Presevo valley tension“. BBC. ციტირების თარიღი: 14 January 2015. ციტატა: „Initially, the guerrillas' publicly acknowledged objective was to protect the local ethnic Albanian population of some 70,000 people from the repressive actions of the Serb security forces.“
  7. The Presevo Valley of Southern Serbia alongside Kosovo The Case for Decentralisation and Minority Protection. ციტატა: „The total population of the Valley is around 86,000 inhabitants of whom around 57,000 are Albanians and the rest are Serbs and Roma“ ციტირების თარიღი: 24 October 2013.
  8. Yugoslavia: Serbia Offers Peace Plan For Presevo Valley. ციტატა: „The Serbian peace proposal calls for integrating the Presevo valley's 70,000 ethnic Albanian residents into mainstream Serbian political and social life.“ ციტირების თარიღი: 24 October 2013.
  9. Official Results of Monenegrin Census 2011 (PDF). ციტირების თარიღი: 24 December 2013.
  10. Date demografice Romanian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 18 August 2010.
  11. Slovenia: Languages (Immigrant Languages).
  12. Gëzim Krasniqi. Citizenship in an emigrant nation-state: the case of Albania. ედინბურგის უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 7 August 2012.