ელჰაიდა დანი (ალბ. Elhaida Dani; დ. 17 თებერვალი 1993, შკოდერი, ალბანეთი) — ალბანელი მომღერალი. დიდება მოიპოვა რაც გაიმარჯვა ჯერ ალბანეთის ვარსკვლავების აკადემიაში 2009 წელს და შემდეგ 2012 წელს Top Fest-ზე. მოგვიანებით, იმავე წელს, იგი მაყურებლების ხმის 70% გაიმარჯვა The Voice of Italy.[1][2] Universal Music in Italy მეშვეობით თავისი პირველი სინგლი Baciami e Basta გამოუშვა.

ელჰაიდა დანი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Elhaida Dani
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1993 (1993-02-17) (31 წლის)
დაბ. ადგილი შკოდერი ალბანეთის დროშა ალბანეთი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა, R&B, სოული
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 2008-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal Music Group
საიტი elhaidadani93.com
ელჰაიდა დანი ვიკისაწყობში

2014 წლის დეკემბერში მან მოიგო Festivali i Këngës 53-ე გამოცემა სიმღერით „Diell“ (მზე),[3][4] შედეგად მოიპოვა უფლება წარედგინა ალბანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2015-ზე ვენაში, ავსტრიაში, ამავე სიმღერით. თუმცა, 2015 წლის 23 თებერვალს დანიმ განაცხადა, რომ სიმღერის კომპოზიტორმა ამოიღო სიმღერა კონკურსიდან და ის შეასრულებს სხვა სიმღერას ევროვიზიაზე.[5] მომდევნო დღეს გაირკვა, რომ სიმღერა იქნება I'm Alive (მე ცოცხალი ვარ).[6]

ბიოგრაფია და კარიერა რედაქტირება

1993-2012: კარიერის დასაწყისი რედაქტირება

ელჰაიდა დანი დაიბადა 1993 წლის 17 თებერვალს ქალაქ შკოდერში, ალბანეთის ჩრდილოეთში. 6 წლის ასაკიდან ფორტეპიანოზე სწავლა დაიწყო. ის პირველად გამოჩნდა ეროვნულ ტელევიზიაზე 2008 წელს, მას შემდეგ, რაც მონაწილე გახდა Kënga Magjike კონკურსის, თავისი სიმღერით Fjala e fundit (ბოლო სიტყვა).

2009 წელს მონაწილეობა მიიღო ვარსკვლავთა აკადემიის ალბანურ ვერსიაში და მოიგო შოუ. შემდეგ გააგრძელა მომღერლობა და მღეროდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში მთელ ბალკანეთში. 2011 წელს მიიღო მონაწილეობა სიმღერით Si asnjëherë (როგორც არასდროს), Sunčane Skale კონკურსში, რომელიც გაიმართა მონტენეგროში და მოიგო შოუ ახალგაზრდების კატეგორიაში.[7][8] მოგვიანებით, იმავე წელს, მან მოიგო ორი შეჯიბრება ბულგარეთსა და რუმინეთში. მონაწილეობა მიიღო ასევე Festivali i Këngës 50-ე კონკურსში, სიმღერით "Mijëra vjet" (ათასობით წელი).

2012 წლის დასაწყისში, დანი მუშაობდა „Threedots Music Albania“-სთან, რომელიც პოპულარული მუსიკალური ლეიბლია და დაწერა სიმღერა „S'je më“, და ამ სიმღერით მოიგო ალბანეთის დიდი მუსიკალური შოუ Top Fest.[9][10] ალბანეთში დაბრუნების შემდეგ, პირველი სიმღერა იმღერა, რაც იმღერა იყო მაჰერ ზაინის სიმღერა "Ya Nabi Salam alayka", რომელიც შეასრულა შკოდერის მედრესეში. მედრესეში ყოფნის დროს ატარებდა თავსაფარს.[11][12]

2012-2014: იტალიის ხმა რედაქტირება

დანიმ ბალკანეთში მრავალი მუსიკალური კონკურსების მოგების შემდეგ, ელჰაიდამ დროებით გადავიდა რომში, იტალიაში, რომ მიეღო მონაწილეობა The Voice იტალიურ ვერსიაში. "ბრმა აუდიციის" დროს, დანიმ შეასრულა ჯესი ჯეის „Mamma Knows Best“ და მიიღო დიდი გამოხმაურება ჟიურის და მაყურებლის მხრიდან.

მისი არჩევის შემდეგ, გადწყვიტა შეუერთდეს რიკარდო კოჩანტეს გუნდს, ასე გახდა მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი მისი მწვრთნელი. 2013 წლის მაისში გავიდა ფინალში.

შეასრულა ლარა ფაბიანის „Adagio“ და „When Love Calls Your Name“, რომელიც სპეციალურად დანისთვის დაწერა რიკარდო კოჩანტემ როქსანა სიიმენმა. ამ სიმღერით მაყურებლების ხმის 70% მოიგო შოუ.[13][14]

2014-დან დღემდე: ევროვიზია 2015 რედაქტირება

2014 წელს, დანიმ გადაწყვიტა, რომ იგი აპირებს მონაწილეობას Festivali i Këngës 53-ე კონკურსში, იმ იმედით, რომ წარმოადგენს ალბანეთს 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.[15] მისი სიმღერა „Diell“ (მზე), 28 მონაწილე სიმღერის შორის იყო.[16] კონკურსი ჩატარდა 26-28 დეკემბერს ტირანაში. იგი შოუს ფავორიტი იყო.[17][18] 2014 წლის 28 დეკემბერს, ელჰაიდამ 82 ქულით კონკურსში გაიმარჯვა.[19][20]

Festivali i Këngës შემდეგ, დანი იძულებული გახდა, რომ შეეცვალა თავისი ევროვიზიის სიმღერა „Diell“-დან „I'm Alive“-ზე, მას შემდეგ, რაც ორიგინალური სიმღერის კომპოზიტორმა გადაწყვიტა გააუქმოს იგი კონკურსიდან. მას შემდეგ ევროვიზია 2015-ზე მონაწილეობდა ამ სიმღერით. ევროვიზიაზე პირველი ნახევარფინალი მეათე ადგილით დაასრულა და გადავიდა ფინალში.

2015 წლის ევროვიზიაზე ელჰაიდა დანიმ დაიკავა 17 ადგილი 34 ქულით, ისევე როგორც წინა წლების მონაწილეები ოლტა ბოკა ევროვიზია 2008-ზე და კეისი ტოლა ევროვიზია 2009-ზე.

დისკოგრაფია რედაქტირება

EP დისკები რედაქტირება

სახელი ალბომების დეტალები უმაღლესი ადგილი ჩარტში სერთიფიკატები
ITA
[21]
ელჰაიდა დანი 28[22]

სინგლები რედაქტირება

სახელი წელი უმაღლესი ადგილი ჩარტში სერთიფიკატები ალბომი
ALB ICE ITA
[21]
"Fjala e Fundit" 2008 არა ალბომის სინგლი
"Si asnjëherë" 2010
"Mijëra vjet" 2011
"S'je më" 2012
"When Love Calls Your Name" 2013 ელჰაიდა დანი
"Baciami e basta"
"In the Sky for a While"
"Diell" 2014 არა ალბომის სინგლი
"I'm Alive" 2015 1 46 I'm Alive
"Në Jetë"

ფილმოგრაფია რედაქტირება

ტელევიზია
წელი სახელი როლი შენიშვნები
2009 ვარსკვლავების აკადემია ალბანეთი თავისი თავი სეზონი 5 (გამარჯვებული)
2012 Top Fest თავისი თავი სეზონი 9 (გამარჯვებული)
2013 Apartamenti 2XL თავისი თავი, სპეციალური სტუმარი სეზონი 2
2013 The Voice of Italy თავისი თავი სეზონი 1 (გამარჯვებული)
2014 X Factor Albania თავისი თავი, მუსიკალური სტუმარი სეზონი 3-4
2014 Festivali i Këngës თავისი თავი სეზონი 53 (გამარჯვებული)
2015 შანსი დაარქივებული 2016-12-23 საიტზე Wayback Machine. თავისი თავი ჟიური
2015 ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2015 თავისი თავი კონკურსანტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. The Voice: Elhaida Dani vince la finale del talent show (FOTO,VIDEO). HuffingtonPost Italy. ციტირების თარიღი: 31 May 2013.
  2. Elhaida Dani, vincitrice di The Voice of Italy.
  3. Nuhiu, Rinor. Albania: Elhaida Dani to represent Albania in Vienna. escXtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 28 December 2014.
  4. Besim, Ramadan. (28 December 2014) Albania: Elhaida Dani wins Festivali i Këngës 53 with 'Diell'. wiwibloggs.com. ციტირების თარიღი: 28 December 2014.
  5. Niyazi, Dan. Albania: Diell withdrawn – A new song will be chosen for Vienna. escXtra. ციტირების თარიღი: 23 February 2015.
  6. Granger, Anthony. Albania: Elhaida To Sing "I’m Alive". eurovoix (24 February 2015). ციტირების თარიღი: 24 February 2015.
  7. Suncane Skale 2011: Pobjednica ja Elhaida Dani iz Albanije. Radio GBG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-06. ციტირების თარიღი: 2016-09-17.
  8. Video: Suncane Skale, Elhaida Dani - Si asnjehere.
  9. Elhaida Dani fiton edicionin e nëntë të Top Fest. Panorama. ციტირების თარიღი: 4 June 2012.
  10. Elhaida Dani fituese e "Top Fest 9" (VIDEO). Albeu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-02. ციტირების თარიღი: 2016-09-17.
  11. Elhaida Dani - (Live) Cover of: Maher Zain - Ya Nabi Salam Alayka YouTube-ზე
  12. Silvi Halili. (2014-05-03) Elhaida Dani, në koncertin e saj të parë në Shqipëri Albanian. Shëkulli online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-01. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
  13. Elhaida Dani, fituese në "The Voice of Italy". Albinfo Switzerland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 31 May 2013.
  14. Elhaida Dani shpallet fituese e ‘The Voice of Italy’. Bota Sot. ციტირების თარიღი: 31 May 2013.
  15. Besim, Ramadan. (30 October 2014) Albania: 28 Festivali i Këngës 53 contestants revealed. wiwibloggs. ციტირების თარიღი: 6 November 2014.
  16. Wells, Simon. Albania: Familiar faces face fresh foes at Festivali i Këngës. escXtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 October 2014.
  17. Besim, Ramadan. (28 October 2014) Editorial: Why Elhaida Dani should sing for Albania at Eurovision. wiwibloggs. ციტირების თარიღი: 3 November 2014.
  18. Elhaida Dani fituesja e publikut në festivalin e RTSH. Infomedia Albania.
  19. Granger, Anthony. (28 December 2014) Albania: Elhaida Dani Is Off To Vienna. Eurovoix.com. ციტირების თარიღი: 28 December 2014.
  20. Ramadan Besim. Albania: Elhaida Dani wins Festivali i Këngës 53 with "Diell". Eurovision 2015 Predictions, Polls, Odds, Rankings - wiwibloggs. ციტირების თარიღი: 29 December 2014.
  21. 21.0 21.1 Classifiche - Album - Classifica settimanale WK 50 (dal 08-12-2014 al 14-12-2014) Italian. Federation of the Italian Music Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 December 2014. ციტირების თარიღი: 19 December 2014.
  22. FIMI - Federazione Industria Musicale Italiana - Classifiche. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 December 2014.