ვარსკვლავების აკადემია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ვარსკვლავების აკადემია}} |
ვარსკვლავების აკადემია — ენდემოლის მიერ დადგმული წარმატებული სატელევიზიო შოუს ფორმატი, რომელიც აერთიანებს ორ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ბრენდს - რეალურ შოუსა და საკონცერტო სანახაობას.
შოუს შესახებ
რედაქტირებაფორმატი
რედაქტირებამსოფლიოს მასშტაბით არსებობს ვარსკვლავების აკადემიის უამრავი ვერსია. ყოველ ქვეყანას შოუს საკუთარი ვარიანტი გააჩნია, თუმცა ფორმატი ყველგან საერთოა: კონკურსანტები გარკვეული დროით დახურულ სასწავლებელში ცხოვრობენ. ამ სასწავლებელს ”აკადემია” ეწოდება და იმართება დირექტორის მიერ. მასწავლებლები კი პროექტის მონაწილეებს სხვადასხვა სახის არტისტულ დისციპლინებში წვრთნიან. მაყურებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს კონკურსანტთა აკადემიაში ცხოვრებას დღისა და ღამის განმავლობაში (კამერების იდეა გადმოღებულია ენდემოლისავე ცნობილი რეალური შოუდან ”Big Brother”). კვირაში ერთხელ მონაწილეები პრაიმ-ტაიმ შოუზე ასრულებენ მთელი კვირის მანძილზე მომზადებულ სასიმღერო ნომრებს, აქვე აჯამებენ უკანასკნელი კვირის განმავლობაში ”აკადემიაში” მიღწეულ წარმატებებსა და მარცხს. ხშირად პროექტი ცნობად სახეებს იწვევს და კონკურსანტებს მათთან ერთად სიმღერის საშუალებას აძლევს. კვირაში ერთხელ, მაყურებელთა ხმის მიცემის შედეგებითა და ჟიურის გადაწყვეტილებით ყველაზე სუსტი მონაწილე პროექტს ტოვებს. გამარჯვებული კი ჯილდოვდება საკუთარი CD-თ, ჩვეულებრივ გარკვეული ოდენობის თანხითაც.
ისტორია
რედაქტირებაპროექტის იდეა ეკუთვნის ესპანურ პროდუქციულ კომპანიას Gestmusic, რაც წარმოადგენს ენდემოლის ესპანურ განშტოებას. საფრანგეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სატელევიზიო საშუალებით შოუს გავრცელება წამოიწყო 2001 წლის 20 ოქტომბერს. ორი დღის შემდგომ კი Operación Triunfo (პროექტის სახელწოდება ესპანურენოვან ქვეყნებში) ესპანეთმაც გადასცა.
მას შემდგომ, ვარსკვლავების აკადემიის ფენომენმა სწრაფი გზით გავრცელება იწყო და განსაკუთრებით დიდ პოპულარობას მიაღწია ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა საფრანგეთი და რუსეთი.
დღეისათვის ვარსკვლავების აკადემია ”Big Brother”-ის შემდგომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რეალური შოუა. მას გადასცემენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, არაბული სამყარო, აშშ. ის პირველი ესპანური ფორმატია, რაც ამ სახელმწიფოებმა აითვისეს. შოუ ემსგავსება ისეთ მასშტაბურ პროექტს, როგორიცაა ”Idol”, მათ შორის განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ აკადემია, Idol-ისგან განსხვავებით, აშუქებს მონაწილეების პერსონალურ ცხოვრებას, მათ შორის არსებულ ურთიერთობებს.
ვარსკვლავების აკადემია სასიმღერო კონკურსია, რომელსაც ყოველ კვირას მაყურებელთა ხმის უმცირესობის მფლობელი კონკურსანტი ეთიშება, პროექტი კი გრძელდება მანამ, სანამ მაყურებელი ერთადერთ გამარჯვებულს არ გამოავლენს.
ვარსკვლავების აკადემია მსოფლიოში
რედაქტირებარეგიონი | ადგილობრივი სახელწოდება / ოფიციალური საიტი | არხი | გამარჯვებული |
---|---|---|---|
აფრიკა[1] |
Project Fame საიტი დაარქივებული 2005-09-06 საიტზე Wayback Machine. |
M-Net | |
არაბული სამყარო[2] |
Star Academy საიტი |
Lebanese Broadcasting Corporation |
სეზონი 1, 2003-2004: Mohamed Attia |
არგენტინა | Operación Triunfo საიტი[მკვდარი ბმული] |
Telefe |
სეზონი 1, 2003: კლაუდიო ბასო |
ბელგია | Star Academie (ფრანგული) ფრანგული საიტი დაარქივებული 2003-10-24 საიტზე Wayback Machine. |
RTL-TVi |
სეზონი 1, 2002: მელანი მარტენი |
Star Academy (ნიდერლანდური) ნიდერლანდური საიტი |
Kanaal Twee |
სეზონი 1, 2005: Katerine Avgoustakis | |
ბრაზილია | FAMA საიტი დაარქივებული 2006-04-06 საიტზე Wayback Machine. |
Globo |
სეზონი 1, 2002: ვანესა ჯექსონი |
ბულგარეთი | Star Academy საიტი დაარქივებული 2006-12-05 საიტზე Wayback Machine. |
Nova Television |
სეზონი 1, 2005: მარინ იონჩევი |
კანადა-კვებეკი |
Star Académie საიტი |
TVA |
სეზონი 1, 2003: უილფრედ ლე ბუტიიე |
ჩილე | Operación Triunfo საიტი დაარქივებული 2009-06-15 საიტზე Wayback Machine. |
Red Televisiva Megavisión |
სეზონი 1, 2003: მონიკა როდრიგესი |
აღმოსავლეთი აფრიკა[3] |
Tusker Project Fame საიტი დაარქივებული 2008-02-07 საიტზე Wayback Machine. |
M-Net (აფრიკა) NTV - Kenya (კენია) Channel 10 (ტანზანია) Uganda Broadcasting Corporation (უგანდა) |
|
Tusker Project Fame საიტი დაარქივებული 2008-02-07 საიტზე Wayback Machine. |
Citizen TV (კენია) StarTV (ტანზანია) WBS (უგანდა) |
სეზონი 2, 2008: ესთერ ნაბაასა მუგიზი | |
საფრანგეთი | Star Academy საიტი |
TF1 |
სეზონი 1, 2001-2002: ჟენიფერ ბარტოლი |
საქართველო | ვარსკვლავების აკადემია | რუსთავი 2 |
სეზონი 1, 2008: დიტო ლაგვილავა |
გერმანია | Fame Academy საიტი[მკვდარი ბმული] |
RTL II |
სეზონი 1, 2003-2004: Become One [4] |
საბერძნეთი | Fame Story საიტი დაარქივებული 2008-09-25 საიტზე Wayback Machine. |
ANT1 |
სეზონი 1, 2002-2003: Notis Christodoulou |
ინდოეთი | Fame Gurukul საიტი |
Sony Entertainment Television |
სეზონი 1, 2005: Qazi Touqeer & Ruprekha Banerjee |
Celebrity Fame Gurukul [5] საიტი |
სეზონი 1, 2005: Amit Sareen | ||
Fame X Academy[6] საიტი |
SAB |
სეზონი 2, 2007: Rehan Khan | |
იტალია | Operazione Trionfo საიტი დაარქივებული 2005-11-22 საიტზე Wayback Machine. |
Italia 1 |
სეზონი 1, 2002: Bruno Cuomo |
მაღრიბი[7] |
Star Academy საიტი დაარქივებული 2006-08-22 საიტზე Wayback Machine. |
Nessma TV | |
მექსიკა | Operación Triunfo საიტი დაარქივებული 2008-09-05 საიტზე Wayback Machine. |
Televisa |
სეზონი 1, 2002: დარინა მარკესი |
მოლდოვა | Fabrica de staruri საიტი დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine. |
Prime 2 plus |
სეზონი 1, 2008-2009: Alexandru Manciu |
ნიდერლანდები | Star Maker საიტი დაარქივებული 2009-01-14 საიტზე Wayback Machine. |
Yorin Veronica |
სეზონი 1, 2001: K-otic [8] |
Star Academy საიტი |
Yorin |
სეზონი 2, 2002: შეწყდა | |
ფილიპინები | Pinoy Dream Academy საიტი დაარქივებული 2008-05-27 საიტზე Wayback Machine. |
ABS-CBN Studio 23 |
სეზონი 1, 2006: Yeng Constantino |
Pinoy Dream Academy: პატარა მეოცნებეები | სეზონი 1, 2008: Philip Nolasco | ||
პოლონეთი | Fabryka Gwiazd საიტი დაარქივებული 2008-07-26 საიტზე Wayback Machine. |
Polsat |
სეზონი 1, 2008: მარტინა მელოსიკი |
პორტუგალია [9] | Operação Triunfo საიტი დაარქივებული 2008-03-16 საიტზე Wayback Machine. |
Rádio e Televisão de Portugal |
სეზონი 1, 2003: სოფია ბარბოსა |
Academia de Estrelas საიტი დაარქივებული 2009-01-12 საიტზე Wayback Machine. |
TVI |
სეზონი 1, 2002-2003: Mané Crestejo | |
Academia de Famosos [5] საიტი დაარქივებული 2009-01-12 საიტზე Wayback Machine. |
სეზონი 1, 2003: რომანა | ||
რუმინეთი | Star Factory საიტი დაარქივებული 2008-12-03 საიტზე Wayback Machine. |
Prima TV |
სეზონი 1, 2003-2004: ალექსი |
რუსეთი | Фабрика Звезд საიტი დაარქივებული 2005-04-03 საიტზე Wayback Machine. |
1TV |
სეზონი 1, 2002: "კორნი" |
ესპანეთი | Operación Triunfo საიტი დაარქივებული 2008-02-17 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links |
TVE |
სეზონი 1, 2001-2002: როზა ლოპესი |
Operación Triunfo საიტი დაარქივებული 2009-06-27 საიტზე Wayback Machine. |
Telecinco |
სეზონი 4, 2005: სერხიო რივერო | |
თურქეთი | Akademi Türkiye საიტი დაარქივებული 2006-04-06 საიტზე Wayback Machine. |
ATV Turkey |
სეზონი 1, 2004: ბარიშ აქარსუ |
Star Akademi Türkiye საიტი დაარქივებული 2006-04-06 საიტზე Wayback Machine. |
Kanal 1 |
სეზონი 2, 2008: ბაჰადირ სალამი | |
გაერთიანებული სამეფო | Fame Academy საიტი |
BBC One BBC Three |
|
Comic Relief Does Fame Academy[5] საიტი |
სეზონი 1, 2003: უილ მელორი | ||
Fame Academy Bursary საიტი |
სეზონი 1, 2004: დენიელ ალინსონი, დენიელ პაუელი, | ||
უკრაინა | Фабрика Зірок საიტი დაარქივებული 2009-03-21 საიტზე Wayback Machine. |
Novy TV |
სეზონი 1, 2007-2008: Olga Tsibulska |
აშშ | The One: Making a Music Star საიტი დაარქივებული 2009-06-20 საიტზე Wayback Machine. |
American Broadcasting Company Canadian Broadcasting Corporation (კანადა) |
სეზონი 1, 2006: გაუქმდა[10] |
დასავლეთი აფრიკა[11] |
Project Fame საიტი |
NTA | |
დასავლეთ ბალკანეთი[12] |
Operacija trijumf / Операција Триумф Website დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine. |
B92 (სერბეთი) Nova TV (ხორვატია) TV In (მონტენეგრო) Radiotelevision of Bosnia-Herzegovina (FTV)/Radio Televizija Republike Srpske (RTRS) (ბოსნია და ჰერცეგოვინა) A1 TV (მაკედონია) |
სეზონი 1, 2008-2009: Adnan Babajić |
- ↑ პან-რეგიონალური ვერსია 11 აფრიკული ქვეყნის მონაწილეობით: ბოტსვანა, განა, კენია, მალავი, ნამიბია, ნიგერია, სამხრეთი აფრიკა, ტანზანია, უგანდა, ზამბია და ზიმბაბვე.
- ↑ ლიბანური წარმოების პან-არაბული ვერსია, სადაც მონაწილეობას იღებს 19 კონკურენტი არაბული სამყაროს ქვეყნებიდან: ალჟირი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, ომანი, პალესტინა, კატარი, საუდის არაბეთი, სუდანი, სირია, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი.
- ↑ გაერთიანებული ვერსია კონკურენტებით კენიიდან, ტანზანიიდან და უგანდიდან.
- ↑ ექვსი წევრისგან შემდგარი ბანდა.
- ↑ 5.0 5.1 5.2 VIP ვერსია.
- ↑ სერიები წარმოადგენდა ენდემოლის Fame Gurukul-სა და FremantleMedia-ს Factor X-ის კომბინაციას. დადგმული იყო ენდემოლის მიერ.
- ↑ ადაპტაცია მაღრიბის არეალისთვის. მონაწილეობას იღებენ შემდეგი სახელმწიფოები: მაროკო, ალჟირი, ლიბია და ტუნისი.
- ↑ შვიდი წევრისგან შემდგარი ბანდა.
- ↑ ენდემოლმა შექმნა 2 ვერსია თითოეული არხისათვის.
- ↑ ეს სერია გაუქმებულ იქნა, ორი კვირისა და ოთხი ეპიზოდის შემდეგ, საბოლოო შედეგების გარკვევის გარეშე.
- ↑ ერთობლივი ვერსია კონკურენტებით განიდან, ლიბერიიდან, ნიგერიიდან და სიერა-ლეონედან.
- ↑ ერთობლივი ვერსია კონკურენტებით სერბეთიდან, ხორვატიიდან, მონტენეგროდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან და მაკედონიიდან.
ვარსკვლავების აკადემიის სპეც-კონცერტები
რედაქტირებაქვეყანა | კონცერტი | გამარჯვებული |
---|---|---|
ესპანეთი | "Gala de los ganadores" (გამარჯვებულთა გალა) | |
საფრანგეთი | EUROBEST | ჩენოა (ესპანეთიდან) |
საფრანგეთი | WORLDBEST | ელოდი (საფრანგეთიდან) |
EUROBEST
რედაქტირებაქვეყანა | კონკურსანტი | სიმღერა |
---|---|---|
ესპანეთი | ჩენოა (Operación Triunfo 1-ის ფინალისტი) | "it 's raining men" |
ბელგია | მელანი მარტენი | "Like a prayer" |
გაერთიანებული სამეფო | ლემარი (Fame Academy 1-ის ფინალისტი) | "with or without you" |
პორტუგალია | Mané Crestejo და ლიდია | "Sussudio" |
საბერძნეთი | Notis Christodoulou | "1,2,3…Maria" |
საფრანგეთი | ნოლუენ ლერუა | "I will always love you" |
ნიდერლანდები | სიტა ვერმეულენი | "All I wanna do" |
რუსეთი | კორნი | "We will rock you" |
იტალია | ბრუნო კუომო | "Sorry seems to be the hardest word" |
"Gala de los ganadores" (გამარჯვებულთა გალა)
რედაქტირებაქვეყანა | კონკურსანტი | სიმღერა |
---|---|---|
ესპანეთი | Ainhoa Cantalapiedra | "Sobreviviré" |
მექსიკა | დარინა მარკეზი | "Mujer contra mujer" |
ბრაზილია | ვანესა ჯექსონი | "De volta pra mim" |
იტალია | ბრუნო კუომო | "L'atmosfera" |
WORLDBEST
რედაქტირებაქვეყანა | კონკურსანტი | სიმღერა |
---|---|---|
ესპანეთი | მიგელი და დავინია (Operación Triunfo 3-ის ფინალისტები) | "As" |
არგენტინა | ემანუელი (Operación Triunfo 1-ის ფინალისტი) | "Feel" |
გაერთიანებული სამეფო | ალისტეირი (Fame Academy 2-ის ფინალისტი) | "Everything I do" |
ბრაზილია | ნალანდა (FAMA 1-ის ფინალისტი) | "Whenever" |
ჩილე | მონიკა როდრიგესი | "Lady marmalade" |
საფრანგეთი | ელოდი ფრეჟე | "S'il suffisait d'aimer" |
ლიბანი | ბრუნო (ლიბანიდან, Star Academy 1-ის ფინალისტი) | "The cup of life" |
რუსეთი | იულია (Фабрика Звезд 2-ის ფინალისტი) | "Thorn" |
მექსიკა | დარინა მარკესი | "Hero" |
კანადა | უილფრედ ლე ბუტიიე და Marie-Elaine | "Turn around" |
გერმანია | Become One | "Fame" |
ვარსკვლავების აკადემიის პაროდიები
რედაქტირება- მექსიკა: Aperración al Triunfo
- საფრანგეთი: StarLoose Academy
ვარსკვლავების აკადემიის მსგავსი პროექტები
რედაქტირება- La Academia
- Dream Show, the music: საბერძნეთი.
- Amici di Maria De Filippi: იტალია.
- Showtime: ხორვატია.
- Akademia e Yjeve: ალბანეთი.
- Showvival: სამხრეთ კორეა.
- One Million Star: ტაივანი.
იცით თუ არა, რომ...
რედაქტირება- როზა ლოპესი, ესპანეთიდან, პირველი გამარჯვებულია.
- მექსიკაში ”აკადემიას” ”ინსტიტუტი” ეწოდა.
- პორტუგალიაში დეკორაცია და აკადემია ესპანურს ზედმიწევნით ემსგავსება, ჩილეში კი - არგენტინულს.
- მარინ იონჩევმა, ბულგარეთიდან, პროექტში 17 წლის ასაკში გაიმარჯვა.
- დარინა მარკეზი (მექსიკიდან) და ქენტინ მოსიმანი (საფრანგეთიდან) ნომინირებული არასდროს ყოფილან.
- პირველი სეზონის განმავლობაში ესპანეთში 6 მილიონი ალბომი გაიყიდა.
- BBC-მ აკადემია გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ყურებად გადაცემად დაასახელა.
- ბრაზილიის ტელევიზიის TV Globo რეიტინგი პროექტმა თითქმის ორჯერ გაზარდა.
- იტალიაში, პროექტმა Operazione Trionfo 30 საუკეთესო ჩარტში საბოლოოდ 7 სიმღერა დააგროვა.
- რუსული ”ვარსკვლავების ფაბრიკის” ვებსაიტს დღეში თითქმის 60 000 ადამიანი სტუმრობს.
- ვანესა ჯექსონმა, ბრაზილიიდან პროექტში FAMA მაყურებელთა 18 მილიონი ხმით გაიმარჯვა.
- არაბულ სამყაროში, აკადემია ყველაზე ყურებადი სატელევიზიო პროგრამაა.
- ინდოეთმა პროექტის 2 გამარჯვებული გამოავლინა.
- რუსეთში, პაშა არტემიევმა გადაწყვიტა მოგებული პრიზი მეგობრებთან გაენაწილებინა. ასე ჩამოყალიბდა რუსული ბოი-ბენდი ”კორნი”.
- ”გამარჯვებულთა გალაში” მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო დევიდ შედონი, გაერთიანებული სამეფოდან, თუმცა მან წასვა ვერ შეძლო.
- პორტუგალიაში, ორი სატელევიზიო არხი ენდემოლის მიერ დადგმული აკადემიის 2 განსხვავებულ ვერსიას გადასცემს.
- დევიდ შედონმა (გაერთ. სამეფოდან) პროექტში თავის დროზე ჩაანაცვლა ნაომი, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა აკადემია ყელზე შექმნილი პრობლემების გამო.