არტა დობროში

ალბანელი მსახიობი

არტა დობროში (ალბ. Arta Dobroshi; დ. 2 ოქტომბერი, 1980, პრიშტინა, იუგოსლავიის სფრ)[1]ალბანელი მსახიობი. დობროშს ხშირად აქებენ მისი შეუდარებელი მსახიობობით, სადაც იგი შთანთქავს თავის როლს. დობროში, ისტორიაში პირველი კოსოვოელი მსახიობია, რომელიც გაიარა კანის კინოფესტივალის,[2] ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალისა და სანდანსის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე და ნომინირებული იყო ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოზე.[3] დობროში ყოფილი ლტოლვილია, ახლა კი გაეროს ჩემპიონი და კეთილი ნების ელჩია.

არტა დობროში
დაბადების სახელი არტა დობროში
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1980 (1980-10-02) (44 წლის)
პრიშტინა, იუგოსლავიის სფრ (დღეს კოსოვო)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005-დან დღემდე

ადრეული წლები

რედაქტირება

არტა დობროში დაიბადა პრიშტინაში (იუგოსლავიის სფრ), კოსოვოელი ალბანელების ოჯახში. სწავლობდა საშემსრულებლო ხელოვნებას სკოლაში სწავლის[4] დროს და ოთხი წლის მანძილზე ესწრებოდა ხელოვნების აკადემიაში საშემსრულებლო ხელოვნებას და დრამის კურსს პრიშტინაში.[5] სტუდენტობისას, ითამაშა ბევრ მოკლემეტრაჟიან ფილმსა და თეატრალურ სპექტაკლში. როდესაც არტა თხუთმეტი წლის იყო, ის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით ჩრდილოეთი კაროლინაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დრამის სპექტაკლში ითამაშა. როგორც ცნობილია, დობროშის აქვს ძლიერი სამუშაო ეთიკა, რაც გულისხმობს როლის დღეში რვა ან მეტი საათიდ რეპეტირებას. აკადემიაში პირველი კურსის დახურვის შემდეგ, კოსოვოში ომი გაღვივდა და დობროშის პაპა და ბებია სერბეთის მთავრობამ დააპატიმრა, ალბანურენოვანი უნივერსიტეტის გახსნის მცდელობის გამო.[6] 1999 წელს, სერბმა ჯარისკაცებმა ერთ-ერთი ბარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, სადაც თითქმის ყველა სტუმარი მოკლეს, მათ შორის დობროშის პროფესორები პრიშტინის აკადემიიდან და მისი მეგობარი მსახიობი. კიდევ ერთი მეგობარი თავში დაიჭრა, თუმცა გადარჩა. ამ პერიოდში, დობროში მაკედონიაში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სამედიცინო კორპუსს ეხმარებოდა ლტოლვილთა ბანაკის მოწყობაში, სადაც ის იმ ადამიანებთან ერთად მუშაობდა, რომლებმაც მძიმე ტრავმა მიიღეს ომის დროს. როდესაც 2000 წლის ოქტომბერში, სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი თანამდებობიდან გადადგა, დობროში ლტოლვილთა ბანაკში სამუშაოდ დატოვეს და იგი ნატო-ს თარჯიმანი გახდა.[6]

დობროში საუბრობს ალბანურ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე და ესმის მაკედონიური ენა.[5]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი როლი შენიშვნა
2016 მომიახლოვდი (მუსიკალური ვიდეო) Massive Attack-ის სიმღერა
2013 მიტროვიცა[7]
2013 ცივი დღე[8]
2012 სამი სამყარო ვერა
2012 Nëna ფატმირე
2011 გვიანი ბლუმერები მაია
2011 ბავშვი ამირა საუკეთესო მსახიობი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი
2008 ლორნას სიჩუმე (Le Silence de Lorna) ლორნა საუკეთესო მსახიობი // ნომინაცია ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო-ზე
საუკეთესო მსახიობი // ნომინაცია ტორონტოს კინოფესტივალზე
საუკეთესო მსახიობი // ნომინაცია კანის კინოფესტივალზე
2007 ვერა არტან მინაროლი ვერა
2006 ქალბატონ სნაჟდროვას სევდა (Smutek paní Snajdrové) ემა
2005 ჯადოსნური თვალი (Syri magjik) ვიოლა საუკეთესო მსახიობი, სკოპიეს კინოფესტივალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. IMDB Retrieved November, 2012.
  2. Kirchner, Stephanie (2 March 2009). „Kosovo to Cannes: Arta Dobroshi's Journey to The Silence of Lorna“. Time Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2012-04-20.
  3. Koha (19 January 2011). „Arta Dobroshi Competes at Sundance Film Festival“. New Kosova Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-01. ციტირების თარიღი: 2012-04-20.
  4. Shoji, Kaori (23 January 2009). „Arta Dobroshi: A role model“. The Japan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-10. ციტირების თარიღი: 2012-04-21.
  5. 5.0 5.1 Concannon, Phil (30 November 2008). „Interview - Arta Dobroshi“. philonfilm. ციტირების თარიღი: 2016-11-04.
  6. 6.0 6.1 Badt, Karin (24 June 2009). „Promising New Actress Arta Dobroshi : "Lorna" in "Silence of Lorna". huffingtonpost. ციტირების თარიღი: 2012-04-21.
  7. Sundance Institute დაარქივებული 2012-01-09 საიტზე Wayback Machine. Retrieved January 2012.
  8. Screen Daily Retrieved January 2012.