Massive Attackინგლისური ტრიპ ჰოპ ჯგუფი ბრისტოლიდან, ჩამოყალიბებული 1988 წელს. მისი სადებიუტო ალბომი Blue Lines გამოვიდა 1991 წელს, ხოლო სინგლი „Unfinished Sympathy“ მოხვდა ჩარტებში და მოგვიანებით NME გამოკითხვაში დაიკავა ყველა დროის უდიდესი სიმღერიის სიის 63-ე ადგილი.[1] 1998 წლის Mezzanine, სიმღერით „Teardrop“ და 2003 წლის 100th Window ბრიტანეთის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდნენ. როგორც Blue Lines, ასევე Mezzanine წარმოდგენილები არიან როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში.[2][3]

Massive Attack

ჯგუფი 2010 წელს, საკონცერტო გამოსვლა
ბიოგრაფია
წარმოშობა ბრისტოლი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ტრიპ-ჰოპი
ელექტრონული მუსიკა
ემბიენტი
ალტერნატიული როკი
აქტიური 1988–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები რობერტ დელ ნაია („3D“)
გრანტ მარშალი („Daddy G“)
ყოფილი წევრები ენდრიუ ვაულზი („Mushroom“)
საიტი www.massiveattack.co.uk
Massive Attack ვიკისაწყობში

ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის, Brit Award საუკეთესო ბრიტანული საცეკვაო შემსრულებლისთის, ორი - MTV Europe Music Awards-ზე და Q-ს ორი ჯილდო.[4][5] მათ მიერ გამოცემული ხუთი ალბომი გაიყიდა 11 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით.

2024 წლის 12 ივნისს Massive Attack-მა საქართველოში 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტის საქართველოს ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამო გააუქმა. ჯგუფის აზრით, საქართველოს მთავრობა თავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დაესხა.[6]

Massive Attack შექმნეს რობერტ დელ ნაიამ, გრანტ მარშალმა და ენდრიუ ვაულზმა, 80-იანებში პოპულალური ჯგუფის, The Wild Bunch-ის[7], ყოფილმა წევრებმა. თუმცა, The Wild Bunch იყო არა იმდენად მუდმივი შემადგენლობის მქონე ჯგუფი(band), რამდენად ხმის სისტემა - ნახევრადქაოტური კოლექტივი საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანების, მუდამ ერთმანეთის შემცვლელი და შემავსებელი სხვადასხვა მუსიკოსების, ავტორების, DJ-ების, ხმის რეჟისორების და პროდიუსერების, რომლებიც ბრისტოლის ყველაზე კრიმინალურ და მიყრუებულ უბნებში უკრავდნენ ყველა შესაძლებელი მუსიკის სტილის ნარევს.

მომავალი Massive Attack-ის გარდა, The Wild Bunch-ში შედიოდნენ: კლოდ უილიამსი (Willie Wee), მაილზ ჯონსონი (DJ Milo) და ნელი ჰუპერი. მას შემდეგ, რაც ის დაიშალა, ჰუპერმა მოასწრო ეთანამშრომლა Soul II Soul-თან, ეწეოდა სოლო კარიერას, მუშაობდა Massive Attack-თან, დაკავებული იყო პროდიუსირებით და მუშაობდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან შინეიდ ო’კონორი, ბიორკი და მადონა.

1988 წელს Massive Attack-მა გამოუშვა თავისი პირველი სინგლი „Any Love“ (Rufus & Chaka Khan-ის სიმღერის ქავერი), ჩაწერილი მუსიკოს კარლტონთან ერთად[8]. მოგვიანებით ეს სიმერა ჩაიწერა თავიდან, ტონი ბრაიანთან, და გამოიცა შემდეგ სინგლ „Daydreaming"-ზე 1990 წელს. ახალი ვერსიის ჩაწერაში ასევე მონაწილეობდნენ შარა ნელსონი და ედრიან თოუზი, აგრეთვე ცნობილი როგორც Tricky.

 
Daddy G, ბელფორი 2008

1991 წელს გამოვიდა Massive Attack-ის პირველი ალბომი Blue Lines, რომლის პროდიუსერი იყო ნენე შერის ქმარი, კემერონ მაკვეი[9] , მეტსახელით Booga Bear. ის იყო ადამიანი, რომელმაც თითქმის ძალით შეაგდო Massive Attack სტუდიაში პირველი ალბომის ჩასაწერად, აქამდე ჯგუფის მომავალი წევრები იღებდნენ მონაწილეობას ნენე შერის ერთ-ერთი ალბომის ჩაწერაში. Blue Lines გახდა 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ალბომი[10]. ამერიკული ჰიპ-ჰოპის და იამაიკური რეგის ნარევს დამატებული ჯაზური ელემენტები, Tricky-ს, 3D-ს, შარა ნელსონის და ჰორეს ენდის ვოკალი - ძნელი იყო მოგეთავსებინა ალბომის ჟღერადობა რომელიმე ერთი მუსიკალური ჟანრის ჩარჩოებში. სპარსეთის ყურის ომის დროს, ჩამწერი ლეიბლის თხოვნით, ჯგუფი იძულებული იყო დროებით შეეცვალა სახელი, ამოეღო სიტყვა „Attack". ამ მიზეზის გამო არსებობს პირველი ალბომის ყდის გაფორმების ორი გაფორმება: ერთი, ჯგუფის სახელით „Massive Attack“ და მეორე - სახელით „Massive". Blue Lines-ისთვის შარა ნელსონის მიერ ჩაიწერა ცნობილი სიმღერა „Unfinished Sympathy“[11], რომელიც დღემდე სარგებლობს დიდი პოპულარობით და ხშირად ჩნდება რადიოსა და ტელევიზიაში.

1999 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი — Protection[12][13]. Massive Attack-ის მუსიკაში გაჩნდა მეტი ცოცხალი ინსტრუმენტი, ნაკლები სემპლი. ისედაც აუჩქარებელი ტემპი გახდა უფრო ნელი და ბლანტი. ვოკალისტებად, ამჯერად, მოწვეულები იყვნენ ტრეისი თორნი[7] და ნიკოლეტი. ალბომის ჩაწერაში ასევე მიიღო მონაწილეობა კომპოზიტერმა კრეიგ არმსტრონგმა, მან ჩაწერა ფორტეპიანის პარტია „Heat Miser“-სა და „Weather Storm“-ში და საორკესტრო პარტია სიმღერაში „Sly“. ალბომზე მუშაობაში ჯგუფს ეხმარებოდა Tricky-ც, მაგრამ, მოგვიანებით, ისევე როგორც შარა ნელსონი, სოლო კარიერას მიეპყრო. სწორედ ამ დროს მუსიკალურმა კრიტიკოსებმა, ბრისტოლის საუნდის, რომელიც იყო წარმოდგენილი მუსიკოსებით Massive Attack, Tricky და Portishead, განსაზღვრელად გამოიყენეს ტერმინი „ტრიპ-ჰოპი“.

1995 წელს გამოვიდა რემიქსების ალბომი No Protection[12], რომლისთვისაც რემიქსები შექმნა დაბ-მუსიკოსმა Mad Professor-მა. ამავე დროს ტრეისი თორნთან ჩაიწერა სიმღერა „The Hunter Gets Captured By The Game“, როგორც საუნდტრეკი ფილმისთვის „ბეტმენი სამუდამოდ". ამ კომპოზიციაზე მუშობისას, რომლის დამთავრებას Massive Attack ვერ ახერხებდა, დელ ნაიამ მიმართა სტუდიაში შემთხვევით მყოფ პროდიუსერს, ნილ დევიჟს. შემდგომში Massive Attack-მა იმუშავა მასთან თორმეტ წელზე მეტ ხანს და დევიჯმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯგუფის ჟღერადობაზე[14]. 1996 წელს Massive Attack-მა დააარსეს საკუთარი მუსიკალური ლეიბლი „Melankolic“, რომელშიც შედიოდა ჩანაწერები შემდეგი შემსრულებლების: ჰორეს ენდი, კრეიგ არმსტრონგი, ლუის პარკერი და ჯგუფების: Day One, Sunna, Alpha.

1998 წელი აღინიშნა ჯგუფის ყველაზე წარმატებული ალბომის, Mezzanine-ის[15] , გამოშვებით. ჯგუფის მისწრაფვის, ყოველ ახალ ალბომში წავიდნენ წინას ჟღერადობისგან, ხაზგასმით Massive Attack-მა „Protection"-ის მწყობრი სირბილე შეცვალა ახალი ხისტი, მძიმე, გამსჭვალული ხმით. 3D-ს და Daddy G-ს რეჩიტატივებმა მიიღეს პარანოიდალურ-დეპრესიული ელფერი, არმსტრონგის საორკესტრო და კლავიშების პარტიები შეიცვალა გიტარების ცოცხალი და სინთეზატორების აგრესიული ხმით. ჰორეს ენდის ვოკალი მიახლოებითაც აღარ აგონებდა მის კუთვნილებაზე რეგი-სამყაროსთვის. სითბოს და სინაზის ერთადერთი ნაპერწკალი დისკზე გახდა ელიზაბეთ ფრეიზერის გამოჩენა, ჯგუფიდან Cocteau Twins, რომელმაც შეასრულა ვოკალური პარტიები რამდენიმე სიმღერაში, მათ შორის, ცნობილ „Teardrop“-ში, რომელიც გახდა ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი და შევიდა უამრავ ჩილაუტ-კრებულში[16]. მუსიკალური თემა ამ სიმღერიდან გახდა პოპულარული სერიალის, „ექიმი ჰაუსის“ (სერიალის ამერიკულ ვერსიაში), მთავარი ტიტრების თანმხლები, ასევე ჟღერდა სერიალ „ციხიდან გაქცევის“ პირველი სეზონის ერთ-ერთ სერიაში და „მოჯადოებულების“ პირველი სეზონის მე-16 სერიის დასაწყისში. „Teardrop“ არ იყო ერთადერთი სიმღერა, რომელმაც დაიპყრო კინოს სამყარო. ამ ალბომის სიმღერა „Angel“ ჟღერდა ათობით ფილმსა თუ სერიალში (მაგალითად, გაი რიჩის ფილმში „დიდი ფსონი"). სხვა მუსიკოსების მიერ ამ ჰიტზე ჩაიწერა მრავალი ქავერ ვერსია, მეტალ ჯგუფმა Sepultura-მაც კი არ ჩაუარა მას გვერდით. თვით ალბომი კი შევიდა ყველა დროის 500 საუკეთესო მუსიკალურ ალბომში[17][18], ჟურნალ Rolling Stone-ის მიხედვით.

თუმცა, ახალი ჟღერადობის ძიებამ ჯგუფის შიგნით განხეთქილებამდე მიიყვანა. ერთმანეთს მობეზრებული მუსიკოსები სტუდიაში ჩაწერაზე ცალ-ცალკე მიდიოდნენ, მაგრამ ასეთი ზომებიც კი ვერ დაეხმარათ შეენარჩუნებინათ კოლექტივი. ალბომის ჩაწერის შემდეგ ჯგუფი დატოვა ენდრიუ ვაულზმა[19]. დარჩენილმა მუსიკოსებმა ასევე ხანგრძლივი დროით ერთობლივ შემოქმედებას ამჯობინეს სოლო პროექტები: რობერტ დელ ნაიამ ყურადღება გადაიტანა სახვით ხელოვნებაზე (მუსიკის გარდა, ის ასევე მხატვარი და დიზაინერია), გრანტ მარშალმა კი დაიწყო სოლო DJ-სეტების ჩატარება კლუბებში, როგორც ადრე. აღსანიშნავია, რომ რობერტ დელ ნაია ჯერ კიდევ The Wild Bunch-ის დროს იყო გატაცებული გრაფიტით (ცნობილია, რომ ის განთქმულ მხატვარ ბენქსის მეგობარია), აფორმებდა ყდებს Massive Attack-ისთვის და ამჟღავნებდა დიდ ინტერესს ფოტოგრაფიისადმი. ჯგუფის მუშაობის პაუზის დროს, მან შეძლო გაცილებით მეტი ყურადღება მიექცია სახვითი ხელოვნებისთვის. შედეგად, შეზღუდული ტირაჟით გამოიცა წიგნი „Fitting In“ მისი მხატვრული ნაშრომებით. ასევე რობერტმა მიიღო მონაწილეობა ჯგუფ UNKLE-ის ალბომის ყდების და კლიპების ვიზუალურ გაფორმებაში. ამის გარდა, რობერტ დელ ნაია დიდ დროს უთმობდა საქველმოქმედო საქმიანობას და პროტესტებს საომარი მოქმედებების წინააღმდეგ[20]. გრანტ მარშალი, ამ დროს, პერიოდულად აწყობდა DJ-სეტებს, მაგრამ, ძირითადად, მთელი თავისი დრო მიუძღვნა ოჯახს.

 
რობერტ დელ ნაია, ბარსელონა 2007

2000 წელს 3D-მ და ნილ დევიჯმა, ჯგუფ Lupine Howl-თან ერთად, დაიწყეს მუშაობა მორიგი ალბომისთვის სტუდიაში, თუმცა ორი წლის განმავლობაში ვერ შექმნეს ვერაფერი ღირებული. შედეგად, 3D-მ გადააგდო დაახლოებით 120 საათის მასალა და გადაწყვიტა ყველაფერი თავიდან დაეწყო. დაპატიჟა რა უცვლელი ჰორეს ენდი და შინეიდ ო’კონორი[21], დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, Massive Attack-მა ჩაწერეს და 2003 წლის დასაწყისში გამოუშვეს ალბომი 100th Window[14]. ამჯერად ალბომში საერთოდ არ იყო სემპლები, ყველა ტრეკი ჩაიწერა ცოცხლად, ჩვეულებრივი მუსიკალური ინსტრუმენტებით და სინთეზატორებით. ალბომის ყდის გასაფორმებლად მოწვეული იყო მხატვარი ნიკ ნაიტი, რომელიც ადრე მუშაობდა „Mezzanine"-ის ყდაზე. სუპერნელმა ტემპმა და ცივმა ჟღერადობამ თაყვანისმცემლები არ დააფრთხეს. ხმის კურსის და მუსიკის შინაარსის მორიგი შეცვლის მიუხედავად, ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი ბრიტანეთის ჩარტში. ალბომის ჩაწერის შემდეგ, Massive Attack, კვლავ შემოერთებულ გრანტ მარშალთან ერთად[13], გაემგზავრნენ მსოფლიო ტურნეში. ლიზ ფრეიზერის და შინეიდ ო'კონორის ვოკალურ პარტიებს ტურნეში ასრულებდა დოტ ალისონი.

2004 წელს ჯგუფმა ჩაწერა საუნდტრეკი ფილმისთვის „Bullet Boy", ხოლო 2005 წელს — კიდევ ერთი საუნდტრეკი, ლუი ლეტერიესა და ლიუკ ბესონის ფილმ „Danny the Dog"-ისთვის. 2006 წელს გამოვიდა საუკეთესო სიმღერების კომპილაციური ალბომი Collected[21], რომელშიც შედიოდა DVD ყველა მუსიკალური ვიდეოთი, რარიტეტები, გამოუქვეყნებელი მასალა და ორი ახალი ტრეკი - „Live with Me“ (ჯაზ შემსრულებელ ტერი კალიერთან (Terry Callier) და „False Flags“. ხოლო წლის დასასრულს Massive Attack ინსტალატორ United Visual Artists-თან ერთად, რომლებმაც აფორმებდნენ ჯგუფისთვის სცენას ტურებში, 2003 წლიდან, გახსნეს ლონდონში ხმის და შუქის ქანდაკება „Volume". ინსტალაცია რეაგირებდა დამთვალიერებლების გადაადგილებაზე და ქმნიდა განუმეორებელ აუდიოვიზუალურ გამოსახულებას.

2008 წელს ჯგუფმა დაიწყო გამოსვლები სიმღერებით ახალი ალმბომიდან, რომელსაც მისცეს სამუშაო სახელი „Weather Underground“. ქალის ვოკალურ პარტიებს ტურში ასრულებდნენ სტეფანი დოსენი და იოლანდა კუორტი. ამის გარდა, რობერტ დელ ნაიამ და ნილ დევიჯმა დაწერეს რამდენიმე კომპოზიცია ფილმებისთვის „Gomorra", „Battle in Seattle“ და „In Prison My Whole Life". ამ უკანასკნელისთვის ასევე ჩაიწერა ერთობლივი ტრეკი სნუპ დოგთან — „What Up Man“. ჯგუფი არ ჩქარობდა ახალი ალბომის გამოშვებას, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტებზე შესრულდა 8 ახალი სიმღერა. მით უმეტეს, 2009 წელს Massive Attack-მა გამოაქვეყნეს გასტროლების ახალი გრაფიკი მთელი შემდეგი შემოდგომისთვის. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ახალ ალბომს ჯგუფი გამოუშვებს კონცერტული ტურის დროს, თუმცა ოფიციალურად ეს არ დადასტურებულა.

2010 წლის 8 თებერვალს გამოვიდა ალბომი Heligoland[22]. მის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ტუნდე აბედიმპი, მარტინა ტოპლი-ბერდი, დეიმონ ოლბარნი, გაი გერვი, ჰოუპ სანდოვალი და ჰორეს ენდი[23].

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „The 500 Greatest Songs Of All Time: 63. Massive Attack - 'Unfinished Sympathy' (1991, Virgin)“. NME. Retrieved 16 April 2014
  2. „500 Greatest Albums of All Time: Blue Lines – Massive Attack“. Rolling Stone. Retrieved 21 October 2012
  3. „500 Greatest Albums of All Time: Mezzanine – Massive Attack". Rock on the Net. Retrieved 21 October 2012
  4. Massive Attack: BRITs Profile დაარქივებული 2014-10-08 საიტზე Wayback Machine. . Brit Awards. Retrieved 21 October 2012
  5. „Awards & Features: Massive Attack“ დაარქივებული 2013-08-01 საიტზე Wayback Machine. . Metro Lyrics. Retrieved 21 October 2012
  6. MASSIVE ATTACK-მა საქართველოში კონცერტი ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად გააუქმა
  7. 7.0 7.1 Ankeny, Jason. Massive Attack > Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: 20 May 2009.
  8. Carlton Discography. discogs. ციტირების თარიღი: 21 May 2009.
  9. Staff writer. (15 February 2003) The brand plays on. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 20 May 2009.
  10. Bush, John. [Massive Attack AllMusic-ზე allmusic ((( Blue Lines > Overview )))]. Allmusic. ციტირების თარიღი: 22 May 2009.
  11. Andrea Parker. NME. ციტატა: „Will Malone, who had worked on horror film soundtracks and Massive Attack's classic "Unfinished Sympathy".“ ციტირების თარიღი: 22 May 2009.
  12. 12.0 12.1 Massive Attack presented in Music section. newsfinder.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 22 May 2009.
  13. 13.0 13.1 Lynskey, Dorian (6 February 2007). „Massive Attack talk to Dorian Lynskey“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 20 May 2009.
  14. 14.0 14.1 Davidge, Neil. Sound on Sound. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 13 June 2013.
  15. The Q Awards. everyhit.com. ციტირების თარიღი: 22 May 2009.
  16. 100th Window. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-09. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2014
  17. "500 Greatest Albums of All Time: Blue Lines – Massive Attack". rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  18. "500 Greatest Albums of All Time: Mezzanine – Massive Attack". Rockonthenet.com. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  19. Sawyer, Miranda (11 May 2008). „Massive Attack talk to Miranda Sawyer“. The Observer. London. ციტირების თარიღი: 20 May 2009.
  20. BBC – Going Out in Bristol – Massive Attack wow home crowd. BBC. ციტირების თარიღი: 20 May 2009.
  21. 21.0 21.1 Bush, John. allmusic ((( 100th Window > Overview ))). Allmusic. ციტირების თარიღი: 22 May 2009.
  22. Gibson, Owen (15 February 2008). „Meltdown launches Massive Attack as festival curators“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 22 May 2009.
  23. Interview w/ Massive Attack's Robert Del Naja re. Heligoland. suicidegirls.com. ციტირების თარიღი: 10 March 2010.