ელბასანი (ალბ. Elbasan) — ქალაქი ალბანეთში. მდებარეობს მდინარე შკუმბინის მარცხენა ნაპირზე, დედაქალაქ ტირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 54 კილომეტრში. არის ამავე სახელწოდების ოლქისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქს ბერძნულად უწოდებდნენ ნეოკასტრონს (ახალი ციხესიმაგრე), სლავურ ენებზე ნოვიგრადს (ახალი ქალაქი), ხოლო იტალიურად ტერა-ნუევას. თანამედროვე სახელი წარმოქმნილია თურქული სიტყვიდან il-basan („ციხესიმაგრე“)[1].

ქალაქი
ელბასანი
Elbasan

ელბასანის ციხესიმაგრე
გერბი
60pxpxპქ

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
კოორდინატები 41°06′00″ ჩ. გ. 20°04′00″ ა. გ. / 41.10000° ჩ. გ. 20.06667° ა. გ. / 41.10000; 20.06667
პირველი ხსენება XV საუკუნე
ფართობი 1290 კმ²
ცენტრის სიმაღლე 118
მოსახლეობა 130 000 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 77,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 3001–3006
საავტომობილო კოდი EL
ოფიციალური საიტი elbasani.gov.al
ელბასანი — ალბანეთი
ელბასანი

ქალაქში მდებარეობს XV საუკუნის ციხესიმაგრე, სადაც განთავსებულია მუზეუმი. ქალაქშია ასევე XVI საუკუნის თურქული აბანოები, ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური მონასტერი და პარტიზანული ომის მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. (2010-03-19) Robert Elsie: Historical dictionary of Albania. Books.google.gr. ციტირების თარიღი: 2013-08-10.