ალბანური ენა
ალბანური ენა (ალბანურად: shqip ან gjuha shqipe; ითარგმნება, როგორც ალბანური ენა) — ალბანელების ენა, არის ინდოევროპული ოჯახის ცალკე ჯგუფის ენა. ვარაუდობენ, რომ ალბანური ენა გამქრალი პალეობალკანური ენების წარმომადგენელია. იგი გენეტიკურად ყველაზე ახლოს დგას ილირიულთან, მესაპურთან და თრაკიულთან. ალბანურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი საუბრობს, ძირითადად, ალბანეთში, კოსოვოში (სერბეთი), ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთში.
ალბანური პირველად მოხსენიებულია დუბროვნიკში ნახულ XIII საუკუნის ბოლოს გაკეთებულ დანაშაულის შესახებ ანგარიშში. ალბანურის პირველი აუდიოჩანაწერი გაკეთებულია ნორბერტ იოკლის მიერ 1914 წლის 4 აპრილს ქალაქ ვენაში.[1]
ზოგადი ცნობები
რედაქტირება- მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 5,5 მლნ
- ენის კოდი: sq
- სახელწოდება: Gjuha shqipe
- დამწერლობა: ლათინური, წერილობითი ძეგლები XVI ს-დან
სტატუსი
რედაქტირებაოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
გრამატიკა
რედაქტირებამე-17 საუკუნეში იყო მცდელობა, ალბანური ენისთვის ორიგინალური ანბანი შეექმნათ, მაგრამ იგი წარუმატებლად დასრულდა. ალბანური ანბანი ასე გამოიყურება: a, b, c, з, d, dh, e, ё (რედუცირებული ხმოვანი), f, g, gj, h, i, j, k, l, ll, m, n, nj, o, p, q, r, rr, s, sh, t, th, u, v, x, xh, y, z, zh. იგი შედგება 36 ასოსაგან, რომელთაგან 7 ხმოვანს აღნიშნავს, 29 - თანხმოვანს. ენაში არის, აგრეთვე, დიგრაფები: dh, gj, ll, nj, rr, sh, th, xh, zh. მორფოლოგია საკმაოდ რთულია. ალბანურში არის 8 დრო, 2 ასპექტი და 6 ბრუნვა. წინადადებაში სიტყვათა წყობა ასეთია: ქვემდებარე-შემასმენელი-დამატება. ზედსართავი სახელი ხშირად დგას ბოლო ადგილზე.
ლექსიკა
რედაქტირებაფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა: Tungjatjeta; Allo
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Mirë se vini; Mirë se erdhët
- გმადლობთ: Faleminderit; Faleminderit shumë
- კი / არა: Po / Jo
- გეთაყვა: Ju lutem; Të lutem
- ნახვამდის: Mirë upafshim
ფონოლოგია
რედაქტირებათანხმოვანთა ცხრილი
რედაქტირებაბაგისმიერი | კბილისმიერი | წინანუნისმიერი | უკანანუნისმიერი | პალატალური | რბილსასისმიერი | სახმოსიმებისეული | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სწორი | ველარული | ||||||||
ნაზალური | m | n | ɲ | (ŋ) | |||||
ხშული | ყრუ | p | t | k | |||||
მჟღერი | b | d | ɡ | ||||||
აფრიკატი | ყრუ | t͡s | t͡ʃ | c͡ç | |||||
მჟღერი | d͡z | d͡ʒ | ɟ͡ʝ | ||||||
სიბილანტი | ყრუ | f | θ | s | ʃ | h | |||
მჟღერი | v | ð | z | ʒ | |||||
გვერდითი | l | ɫ | j | ||||||
მიმდები | ɾ | ||||||||
მთრთოლი | r |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Banfi, Emanuele. Storia linguistica del sud-est europeo. Milano 1991
- Bopp, Franz. Über das Albanesische in seinen verwandtschaftlichen Beziehungen. Berlin (1855)
- Buchholz, Oda / Fiedler, Wilfried: Albanische Grammatik ; Leipzig : VEB Verlag Enzyklopädie, (1987)
- Camaj, Martin. Albanian Grammar. Wiesbaden, Germany: Otto Harrassowitz.
- Çabej, Eqrem. Disa probleme themelore të historisë së vjetër të gjuhës shqipe. BUSHT,SSHSH 1962/4 (In German SA 1964/1)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Albanian phrasebook, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Drejtshkrimi i gjuhës shqipe (Orthography of the Albanian Language) დაარქივებული 2018-06-01 საიტზე Wayback Machine.
- Albanian Translation დაარქივებული 2013-05-04 საიტზე Wayback Machine.
- Albanian Language and Literature Portal დაარქივებული 2014-08-12 საიტზე Wayback Machine.
- Albanian Dictionary დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Albanian Swadesh list of basic vocabulary words
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Robert Elsie (2010). Historical Dictionary of Albania. Rowman & Littlefield, გვ. 216. ISBN 978-0-8108-6188-6. ციტირების თარიღი: 30 September 2013.