დუბროვნიკი
დუბროვნიკი (ხორ. Dubrovnik, IPA: [ˈdǔ.bro̞ːʋ.niːk]; 1918 წლამდე — რაგუზა, დალმაც. Ragusa, ლათ. Ragusium, ასევე Rhausium, Rhaugia; იტალ. Ragusa), მეტსახელად „ადრიატიკის მარგალიტი“ — ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში. მისი მოსახლეობა 2001 წელს შეადგენდა 43 770 ადამიანს, მათგან 88,39% ხორვატი იყო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დუბროვნიკი ხორ. Dubrovnik | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 42°38′25″ ჩ. გ. 18°06′30″ ა. გ. / 42.64028° ჩ. გ. 18.10833° ა. გ. | ||||
მმართველი | Andro Vlahušić | ||||
დაარსდა | VII საუკუნე | ||||
ფართობი | 21.35 კმ2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 43,770 კაცი (2001) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 020 | ||||
საფოსტო ინდექსი | 20000 | ||||
საავტომობილო კოდი | DU | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.dubrovnik.hr/ | ||||
1979 წელს დუბრივნიკი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.
ქალაქ დუბროვნიკის სიმდიდრე მუდამ დამოკიდებული იყო საზღვაო ვაჭრობაზე. შუა საუკუნეებში, როგორც რაგუსას რესპუბლიკა, ის აღმოსავლეთ ადრიატიკის ერთადერთი ქალაქი-სახელმწიფო იყო, რომელიც ვენეციას პირველობას ეწილებოდა. მისი სიმდიდრისა და მოქნილი დიპლომატიის წყალობით ქალაქი მნიშვნელოვნად განვითარდა, განსაკუთრებით XV-XVI საუკუნეებში. რაგუსა მოგვიანებით ხორვატული ენისა და ლიტერატურის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა — აქ ცხოვრობდნენ გამოჩენილი პოეტები, დრამატურგები, მხატვრები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები და სხვა მეცნიერები.
გალერეა რედაქტირება
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- დუბროვნიკის ძველი ქალაქი - UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი
- ვიდე, დუბროვნიკის ციფრული რეკონსტრუქცია, მომზადებულია ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ.
- დუბროვნიკის ეკლესია მონასტრების გიდი
- დუბროვნიკი ბრიტანიკის ენციკლოპედიაში
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 95 ინგლ. • რუს. • ფრ. |